ღამურის მსგავსი ფრთების მქონე დინოზავრი მართლა არსებობდა
ნამარხის აღმოჩენისას ჩინელ მეცნიერებს ეგონათ, რომ პრეისტორიულ ფრინველს მიაკვლიეს. თუმცა ნიადაგიდან გამოთავისუფლებულ ნაშთს ყველასათვის მოულოდნელი მახასიათებლები აღმოაჩნდა.
ფოტო: Min Wang / Chinese Academy of Sciences
წარმოიდგინეთ ცხოველი, რომელიც დინოზავრს ჰგავს - ალბათ თვალწინ ღამურისებრი არსება არ დაგდგომიათ. მაგრამ თქვენი წარმოდგენები, შესაძლოა, ამიერიდან შეიცვალოს; ჩინელი პალეონტოლოგების ჯგუფმა იმგვარი ხორცოვანი ფრთების მქონე დინოზავრი აღმოაჩინა, როგორებიც თანამედროვე ღამურებს აქვთ.
დინოზავრი, სახელად Ambopteryx longibrachium, დაახლოებით 163 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. როცა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგმა, მინ უონმა ნამარხი თავის გუნდთან ერთად ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში, იურული პერიოდის კლდეებიდან გამოათავისუფლა, თქვა: "არადა, მეგონა, ფრინველი იყოო".
ფოტო: Min Wang / Chinese Academy of Science
ფრინველები დინოზავრებისგან განვითარდნენ, ასე რომ, ამ ორ ჯგუფს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. დოქტორ უონს ამბოპტერიქსი თავიდან ფრინველი იმიტომ ეგონა, რომ მას, თანამედროვე ფრინველების მსგავსად, შედარებით დიდი წინა კიდურები მოუჩანდა. დაახლოებით ერთწლიანი მცდელობის შემდეგ ნამარხი კლდიდან სრულიად ამოიღეს და დინოზავრისეული მახასიათებლებიც მკაფიოდ გამოიკვეთა. ერთი რამ ცხადია, ამბოპტერიქსს გრძელი თითები ჰქონდა, ეს კი ფრინველებს ნამდვილად არ ახასიათებთ.
უონის გუნდი დინოზავრის მკლავების და ტორსის გარშემო რბილი ქსოვილის ნარჩენების აღმოჩენამაც გააკვირვა. ეს ქსოვილი დინოზავრის სიცოცხლის პერიოდში კანის იმგვარ საფარს ქმნიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, ღამურის ფრთებს ჰგავდა, ამბობს დოქტორი უონი.
უონის მიერ შექმნილ ამ ანიმაციაში ახლადაღმოჩენილი ღამურისებრი ფრთების მქონე დინოზავრის მოძრაობა შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა პალეონტოლოგებს ჯერ არ დაუდგენიათ, ზუსტად როგორ დაფრინავდა ის.
ამ დრომდე ერთადერთი ღამურის მსგავსი დინოზავრი, ცხოველი სახელად Yi qi, იყო აღმოჩენილი. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალმა Nature-მა 2015 წელს დაწერა. თუმცა, რადგან აქამდე მისი მსგავსი არსების ნამარხი არავის ენახა, ზოგიერთი პალეონტოლოგი ამ აღმოჩენის მიმართ სკეპტიკურად განეწყო.
ეჭვები იმან გააჩინა, რომ Yi qi სრულიად უცნაური ქმნილება იყო.
Yi qi მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ღამურისებრი ფრთების მქონე პირველი დინოზავრია.
ფოტო: Dr Brian Choo / Flinders University
"ჩემი აზრით, პალეონტოლოგებისთვის რომ გეთხოვათ, ფანტაზია მოეხმოთ და არარსებული დინოზავრი დაეხატათ, ალბათ ბევრი ჩვენგანი ასეთი უჩვეულო არსების მსგავს რამეს ვერც კი წარმოიდგენდა", - ამბობს სტივენ ბრუსატი, ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი, რომელიც ახალ კვლევაში არ მონაწილეობდა. მაგრამ Yi qi-ის მონათესავე ამბოპტერიქსის აღმოჩენა, "შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამტკიცებს იმგვარი დინოზავრების ჯგუფის არსებობას, რომელთაც ღამურის მსგავსი ფრთები ჰქონდათ".
შესაბამისად, უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ - დინოზავრები ღამურის მსგავსი ფრთებით მართლაც არსებობდნენ. მკვლევართა გუნდი ახლა იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ დაფრინავდა ამბოპტერიქსი. ცხოველის ფრენის სტილი "სადღაც მფრინავი ციყვის და ღამურის ფრენის ნაზავი უნდა ყოფილიყო", - ამბობს კვლევის თანაავტორი და პალეონტოლოგი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, ჯინგმაი ო’კონორი.
163 მილიონი წლის, მემბრანული ფრთების მქონე დინოზავრის, Ambopteryx longibrachium-ის ნამარხი.
ფოტო: Min Wang / Chinese Academy of Science
ბრუსატის აზრით, ამბოპტერიქსის აღმოჩენა ხაზს უსვამს იმას, რომ დინოზავრების ოჯახში მფრინავი არსებების განვითარებას რამდენიმე განსხვავებულმა სახეობამ დაუდო დასაბამი. აქამდე კი მიაჩნდათ, რომ ასეთი სახეობა მხოლოდ ის იყო, რომელიც ფრინველთა წარმოშობაზე გახლდათ პასუხისმგებელი. ბრუსატისვე აზრით, სულაც არაა დაუჯერებელი, დინოზავრების ევოლუციის შედეგად იმგვარი სახეობები შექმნილიყო, რომლებიც ისეთსავე ეკოლოგიურ როლს ითამაშებდნენ, როგორსაც დღეს მფრინავი ციყვების მსგავსი ძუძუმწოვრები ასრულებენ.
შესაძლოა, დროა, პალეონტოლოგები მიწიდან ამოთხრილმა უცნაურობებმა შოკში აღარ ჩააგდოს.
"იქნებ, შვიდმკლავიანი დინოზავრი აღმოვაჩინოთ, ან შუბლზე რქაამოზრდილი ტირანოზავრი, ან, რა ვიცი, აპკიანი ფეხების მქონე ბრაქიოზავრი", - ამბობს ბრუსატი, - "წარმოდგენა არ მაქვს! ვინ იცის, კიდევ რას მივაგნებთ. თუმცა სწორედ ესაა ის, რაც ჩვენს სფეროს ასე საინტერესოს ხდის".
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები