მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ქუთისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. პირველი არხის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, კვირიკაშვილს გაუუქმდება გირაო 15 ათასი ლარის ფარგლებში, სახლზე ყადაღა მოეხსნება და კუთვნილი ავტომანქანა დაუბრუნდება.

ავარია, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც კვირიკაშვილი იყო 2016 წლის 21 ივლისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო კვირიკაშვილის ცოლიც.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.