ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც მანქანა დაზიანებულა.

უწყებაში ამბობენ, რომ ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ბახტრიონის გვირაბის გავლით, კარტოზიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.