რა მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.
დიდი ტევადობის ავტობუსები:
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები — #9, #21, #51 და #88 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ — პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.
ვაჟა ფშაველას გამზირიდან:
#21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს;
#88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ);
#9 და #51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ;
მერიის ცნობით, ზემოთჩამოთვლილი ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
მათივე ინფორმაციით, დროებით დამოკლდება #61 და #140 ავტობუსების მარშრუტები:
#61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით მიბრუნდება;
#140 ავტობუსი თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ასევე, ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ იგი გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
ანალოგიურად, #87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას იგი კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები:
#34 და #59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: #32, #35, #120, #126, #137, #170 და #202 ვარაზისხევის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.
უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ.
#66 ავტობუსი ვარაზისხევიდან, ასევე, კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით იგი მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.
#85 მარშრუტი #87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები