ახალი დავა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ — შეფასებები
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს, დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამ პროცესს ხელისუფლებას უკავშირებენ. მედიის სფეროზე მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები კი 2020 არჩევნების წინ, ახალ დავას, არხზე მორიგ ზეწოლად აფასებენ.
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge
განსხვავებულად ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მიაჩნიათ, რომ დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია. ქართული ოცნების დეპუტატის რომან კაკულიას აზრით, დღეს მედია იმაზე თავისუფლადაც გამოხატავს აზრს, "ვიდრე ეს საზოგადოებას" უნდა.
"რუსთავი 2-ზე ზეწოლა იგრძნობა? მე მაგას ვერ ვგრძნობ და ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და პირველი ვიქნები იმ ადამიანთა შორის, ვინც მაქსიმალურად გააპროტესტებს, თუკი რაიმე აკრძალული ხდება, ტელევიზიაზე ზეწოლა. ჩვენ რაც გვაქვს, ეს გვაქვს, ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა", — აცხადებს რომან კაკულია რუსთავი 2-თან საუბარში.
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს. "შევაფასებ, როგორც მორიგ სცენარს რუსთავი 2-ის მხრიდან, წარმოაჩინოს, თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი", — აცხადებს მინისტრი და ამ აზრის გასამყარებლად აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ს შეუზღუდავი საშუალება აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი:
"მეტსაც გეტყვით, მათი აზრის გამოხატვა სცდება ყველანაირ ეთიკურ და მორალურ ღირებულებებს. მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან".
ეკა ბესელია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნებიდან ახლადწასული დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ახალი დავის ირგვლივ პოლიტიკური კონტექსტის გამორიცხვა "დიდი გულუბრყვილობა იქნება". რუსთავი 2-თან ინტერვიუში იგი მმართველ პარტიას ურჩევს, გამოწვევები გააცნობიეროს:
"ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, ერთის მხრივ, სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორე მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ".
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სარჩელის უკან ქართული ოცნება დგას. "რუსთავი 2 დღეს არის ერთადერთი ბასტიონი, რომელიც ვერ აიღო ბიძინა ივანიშვილმა და ვერ მოერია მას და ამას ვერ პატიობს", — ამბობს უდუმაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი On.ge-სთან საუბარში ასევე ბიძინა ივანიშვილსა და არჩევნებს უკავშირებს იმ ახალ დავას, რაც არხის ერთ-ერთმა მეწილემ წამოიწყო. სამადაშვილის აზრით, ივანიშვილს ნებისმიერ ფასად სურს ძალაუფლების შენარჩუნება.
ფოტო: On.ge
"ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მისმა კანდიდატმა, ფაქტობრივად, წააგო 2018 წელს. ამაში ლომის წვლილი მიუძღვის რუსთავი 2-ს. ის ამ არხს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა", — ამბობს სამადაშვილი.
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან თარხნიშვილის აზრით, ეს არის მორიგი შეტევა რუსთავი 2-ზე, მორიგი შეტევა დემოკრატიაზე, მორიგი შეტევა თავისუფალ, ოპოზიციურ აზრზე და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზოგადად საქართველოში.
"როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინამ ჩათვალა, რომ ახლა ეს არჩევნები და შემდგომი არჩევნები არის დიდი საფრთხე მისი მმართველობისთვის", — აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელისუფლებო შტო ერთპიროვნულად დაიქვემდებარა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო", — აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე.
მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გადასარჩენად:
"ეს ბრძოლა ყველამ ერთად, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ცივილიზებული მომავალი, აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
თამარ კინწურაშვილი
ფოტო: თამარ კინწურაშვილი / Facebook
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ იდენტური პრობლემა, რისთვისაც რუსთავი 2-ს უჩივლეს, არსებობს სხვა ტელეკომპანიის შემთხვევაშიც და შესაბამისად, მისივე თქმით, ადგილი აქვს სელექციურ მიდგომას:
"იდენტური პრობლემა [გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით] არსებობს მეორე დიდ ტელეკომპანიაში და იმ ტელეკომპანიის მიმართ არ არის მსგავსი მიდგომა და სელექციური მიდგომა აჩენს ცხადია კითხვის ნიშნებს და ეჭვებს თავად ამ პროცესთან დაკავშირებით".
ფოტო: კადრი ვიდეოდან
მედიის მკვლევარი ნინო დანელია მოუწოდებს მოსარჩელეს, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს, იქ იდავოს და არა ქართულ სასამართლოში. მისი თქმით, არა მხოლოდ რუსთავის 2-სთვის, არამედ საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ქართული სასამართლო სრულ უნდობლობას იმსახურებს:
"რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად და მკაფიოდ აჩვენებს, როგორ ცდილობს გაბანკროტებული ხელისუფლება მოათავისუფლოს კრიტიკული ველი 2020 წლის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის".
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა

კომენტარები