თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ კაცს ბასრი საგნით ზედაპირული ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.