მეცნიერებმა 3D პრინტერით მინიატურული, ადამიანის უჯრედებისგან შემდგარი გული დაბეჭდეს
თელ-ავიველმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მსოფლიოში პირველი, რეალური ქსოვილისა და ვენებისგან შემდგარი გული დაბეჭდეს, რაც ტრანსპლანტაციის პროცესს სრულიად შეცვლის
თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჟურნალისტებს მსოფლიოში პირველი 3D გული აჩვენეს, რომელიც ადამიანის უჯრედებისა და სისხლძარღვებისგან შედგება. მართალია, წარმოდგენილი მოდელი კურდღლის გულის ზომისაა, თუმცა პროექტზე მომუშავე მკვლევრებს სჯერათ, რომ ერთ დღესაც გადანერგვისთვის გამოსადეგ გულსაც შექმნიან.
ნაშრომი ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ხელმძღვანელის, ტალ დვირის თქმით, "ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა მეცნიერებმა ამ ორგანოს რეალური რეპლიკა დაბეჭდეს. 3D პრინტერის გამოყენებით გულის სტრუქტურა აქამდეც გაუმეორებიათ, თუმცა - ადამიანური უჯრედების, სისხლძარღვებისა და პარკუჭების გარეშე".
დაბეჭდვის პროცესი მოიცავს იმ ცხიმოვანი ქსოვილის ბიოფსიას, რომელიც ჩვენს ორგანოებს გარს აკრავს. მეცნიერები უჯრედებს ქსოვილისგან აცალკევებენ და ღეროვან უჯრედებად აპროგრამებენ, რომელთაც გულის უჯრედებად გარდაქმნა შეუძლიათ. უჯრედების შემაერთებელ არაუჯრედოვანი მატრიცას კი პერსონალიზებულ ჰიდროგელად გარდაქმნიან, რომელიც საბეჭდი მელნის ფუნქციას ასრულებს.
უჯრედებისა და ჰიდროგელის გამოყენებით ჯერ სისხლძარღვებით დაქსელილი გულის უბნები იქმნება, მერე კი - მთელი გული.
"ჯერჯერობით ჩვენ მიერ შექმნილი გული მცირეა, თუმცა დიდ გულსაც მსგავსი ტექნოლოგია სჭირდება", - განაცხადა ტალ დვირმა.
გულსისხლძარღვთა დაავადებები განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 3D ასლის შესაქმნელად პაციენტის უჯრედების გამოყენება ორგანოს უარყოფის შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.
შემდეგი ეტაპი გულის "გაწვრთა" იქნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, უჯრედებმა ტუმბვა უნდა ისწავლონ. მათ შეკუმშვა უკვე შეუძლიათ, თუმცა სისხლის ცირკულაციისათვის მხოლოდ ეს მოძრაობა საკმარისი არაა.
წარმატების შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდი 3D პრინტერით დაბეჭდილ გულს ჯერ ცხოველებს გადაუნერგავს, შემდეგ კი - ადამიანებს.
"შეიძლება ათ წელიწადში ასეთი პრინტერები ყველა საავადმყოფოში ნახოთ, ეს პროცედურა კი სრულიად ჩვეულებრივი რამ გახდეს", - თქვა დვირმა.
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები