პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სესიის ცხრა საათამდე გასაგრძელებლად ღია კენჭისყრა გაიმართა. დეპუტატებს ხელის აწევით უნდა დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა სესიის გაგრძელება. ამისთვის 30 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. დეპუტატების დათვლა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს დაავალა.

კითხვის დასმის შემდეგ დეპუტატებმა ხელის აწევით დააფიქსირეს პოზიცია, თუმცა, დეპუტატების თვლის პროცედურა 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ წინადადებას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, კობახიძემ კი თქვა, რომ მხარი არა 28, არამედ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა. საბოლოოდ, პარლამენტში სესიის ცხრა საათამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.