შესაძლებელია თუ არა მშობლიური ენის დავიწყება
მშობლიური ენის დავიწყება ზრდასრულ ასაკშიც კი შესაძლებელია. გამომწვევი მიზეზები ჩახლართული და წინააღმდეგობრივია.
ფოტო: Wikimedia Commons
უცხო ქვეყანაში გადასახლება მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ცხოვრების ახალ სტილთან მორგება და უცნობ ადამიანებთან კავშირების დამყარება იმდენ ძალისხმევას მოითხოვს, რომ, შესაძლოა, იდენტობის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილთა ცვლილებაც გამოიწვიოს, როგორიც მშობლიური ენაა. იმის გააზრება, რომ საკუთარი ენა გავიწყდება, მტკივნეული შეიძლება იყოს. ეს სოფი ჰარდაჩის, ინგლისში მომუშავე გერმანელი მწერლისა და ჟურნალისტის, მონათხრობიდანაც კარგად ჩანს:
ვზივარ ჩემს სამზარეულოში, ლონდონში, და ვცდილობ, ჩემი ძმის ტექსტური შეტყობინებიდან აზრი გამოვიტანო. ის ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში - გერმანიაში ცხოვრობს. ერთმანეთს, ჩვეულებრივ, გერმანულად ველაპარაკებით; ენაზე, რომელიც მდიდარია ახირებული სიტყვებით. მაგრამ ეს კონკრეტული ამ დრომდე არ მსმენია: fremdschämen. უცნობი-მორცხვი?
იმისთვის ზედმეტად ამაყი ვარ, რომ მნიშვნელობა ძმას ვკითხო. ვიცი, რომ საბოოლოდ ჩემითაც მივხვდები. ჯერ კიდევ ოდნავ მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ რამდენიმე წლით საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ საკუთარი ენა მავიწყდება.
მიგრანტების უმეტესობამ იცის, რა გრძნობაა, როცა მშობლიურ ენაში გაუვარჯიშებელი ხარ. მიზეზი თითქოს ცხადია: რაც მეტხანს ხარ შორს შენი ქვეყნიდან, მით მეტად გავიწყდება ენა. მაგრამ არც მთლად ასე მარტივადაა საქმე.
სინამდვილეში, იმის ახსნა, თუ რატომ, როდის და როგორ ვკარგავთ მშობლიურ ენას, კომპლექსურ და კონტრ-ინტუიტიურ მსჯელობას საჭიროებს. თურმე, სამშობლოდან სხვაგან ყოფნის ხანგრძლივობა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი ნამდვილად არაა. საერთო მშობლიური ენის მქონე ადამიანებთან სოციალიზაციამაც შეიძლება დაგვავიწყოს ჩვენი ენა. ტრავმის მსგავსმა ემოციურმა ფაქტორებმა კი, შესაძლოა, ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესზე.
მსგავსი რამ არა მხოლოდ მიგრანტებს ემართებათ, არამედ გარკვეული დოზით მათაც, ვინც უცხო ენას დაეუფლება.
"იმ წუთიდან, როდესაც სხვა ენის სწავლას შეუდგები, ორი სისტემა ერთმანეთთან კონკურენციას იწყებს", - ამბობს მონიკა შმიდი, ესექსის უნივერსიტეტის ენათმეცნიერი.
შმიდი წამყვანი სპეციალისტია ლიგნვისტიკის მზარდი პოპულარობის მქონე ქვედარგის, ენის კარგვის მიმართულებით. ის იკვლევს, თუ რა გვაიძულებს, დავივიწყოთ მშობლიური ენა. ამის ახსნა ბავშვების შემთხვევაში უფრო ადვილია, ვინაიდან მათი გონება მეტად სხარტია და უფრო მარტივად ადაპტირდება. თორმეტი წლის ასაკამდე ადამიანის ენობრივი უნარები მეტადაა მიდრეკილი ცვლილებისკენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს,რომ ცხრა წლის ასაკშიც კი სრულიად შესაძლებელია, მთლიანად დაივიწყო მშობლიური ენა, თუკი სხვა ქვეყანაში გადახვალ საცხოვრებლად.
მოხუცებულობაში მშობლიური ენის დაკარგვის მეტი შანსი მაშინაა, თუ რაღაც ტიპის ტრავმული მოვლენები გადაიტანე.
ფოტო: Getty
მაგრამ ზრდასრულებში პირველი ენის ბოლომდე დავიწყება, განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, ნაკლებად სავარაუდოა.
მაგალითად, შმიდმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთსა და აშშ.-ში გადასახლებული გერმანელი-ებრაელების გერმანული გააანალიზა. მთავარი ფაქტორი, რამაც ზეგავლენა მოახდინა მათი ენის ცვლილებაზე, არ ყოფილა ის, თუ რამდენი ხნით იყვნენ ისინი წასული საზღვარგარეთ, ან თუ რამდენი წლის იყვნენ, როდესაც წავიდნენ. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამდენად მძიმე ტრავმა გადაიტანეს, როგორც ნაცისტური დევნის მსხვერპლებმა. ისინი, ვინც გერმანია ფაშისტური რეჟიმის დამყარების ადრეულ პერიოდში დატოვეს - იქამდე, სანამ ყველაზე საშინელი დევნა დაიწყებოდა - შედარებით კარგად საუბრობდნენ გერმანულად. ხოლო ისინი, ვინც ქვეყანა მოგვიანებით, 1938 წლის Reichskristallnacht-ის სახელით ცნობილი პოგრომების შემდეგ დატოვეს, ან გაჭირვებით ანდაც საერთოდ ვერ საუბრობდა გერმანულად.
"ეს რომ ამ ტრავმის შედეგია, ეჭვს არ იწვევს", - ამბობს შმიდი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გერმანული ბავშვობის, სახლის, ოჯახის ენა იყო, ის ასევე მტკივნეული მოგონებების ენაც გახდა. ყველაზე ტრავმირებულმა ლტოლვილებმა გერმანულად საუბრის უნარი მთლიანად ჩაიხშეს. მაგალითად, ერთმა მათგანმა თქვა, - "ასე მგონია, რომ გერმანიამ მიღალატა. ამერიკა არის ჩემი ქვეყანა და ინგლისური - ჩემი ენა".
ენების გადართვა
ენის მსგავსი დრამატული დაკარგვა გამონაკლისი შემთხვევების დროს ხდება. მიგრანტების უმეტესობა მშობლიურ ენას მეტნაკლები წარმატებით უთავსებს ახალ ენას. ის, თუ რამდენად კარგად შეინარჩუნებ პირველ ენას, თანდაყოლილ ნიჭზეცაა დამოკიდებული: ადამიანები, რომლებიც ზოგადად ადვილად ითვისებენ ენებს, მშობლიურ ენასაც უკეთესად ინარჩუნებენ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხნით იცხოვრეს საზღვარგარეთ.
მაგრამ მშობლიურ ენაში გაწაფულობა ასევე იმასთანაცაა კავშირში, თუ როგორ უმკლავდება ენების თანაარსებობას ჩვენი ტვინი. "ფუნდამენტური განსხვავება ერთენოვანს და ორენოვანს შორის არის ის, რომ როდესაც შენ ბილინგუალი ხდები, უნდა გამოიმუშაო რაღაც ტიპის საკონტროლო მეთოდი, რომელიც ენების გადართვის შესაძლებლობას მოგცემს", - ამბობს შმიდი.
ის ამის საილუსტრაციო მაგალითსაც გვთავაზობს: როცა შმიდი თვალწინ არსებულ ნივთს უყურებს, მის გონებას შეუძლია არჩევანი გააკეთოს ამ ნივთის აღმნიშვნელ ინგლისურსა და გერმანულ სიტყვას შორის. ინგლისურ კონტექსტში, მისი ტვინი თრგუნავს გერმანულ Schreibtisch-ს და ირჩევს ინგლისურ desk-ს, გერმანულ კონტექსტში კი - პირიქით. თუკი საკონტროლო მექანიზმი სუსტადაა განვითარებული, მოსაუბრეს შესაფერისი სიტყვის პოვნა დამატებით ძალისხმევად დაუჯდება.
იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელიც შენსავით ორივე ენას ფლობს, მდგომარეობის დამძიმება შეუძლია. ვინაიდან მოსაუბრე ორივე ენაზე ნათქვამს გაიგებს, იხსნება იმის აუცილებლობა, რომ მხოლოდ ერთ მათგანზე ისაუბრო, ეს კი ხშირად ლინგვისტურ ჰიბრიდს წარმოქმნის.
ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალენოვან ქალაქში, მსგავსი ჰიბრიდი იმდენად გავრცელებელია, რომ უკვე ურბანულ დიალექტსაც კი ჩამოჰგავს. აქ სამასზე მეტ ენაზე საუბრობენ, ლონდონელთა ოც პროცენტზე მეტის მთავარი ენა კი ინგლისური არც არის. კვირა დღეს ჩრდილოეთ ლონდონის პარკებში თუ გაისეირნებ, ათობით ასეთ ადამიანს გადაეყრები და პოლონურიდან დაწყებული, კორეულით დამთავრებული, ყველა შესაძლო ენის ნაზავს მოჰკრავ ყურს.
ახალი ენის დაუფლებისას შენს ტვინში ორი სისტემა თაანარსებობს, რომელთა შორის ნავიგაციაც დამატებითი უნარის გამომუშავებას საჭიროებს.
ფოტო: Getty
აი, მაგალითად, საპიკნიკე პლედზე შეყვარებული წყვილი იტალიურად საუბრობს. უცებ, ერთი მათგანი წამოიყვირებს: "la finestra-ს დაკეტვა დამავიწყდა!"
სათამაშო მოედანზე სამი ქალი სასუსნავს მიირთმევს და არაბულად საუბრობს. პატარა ბიჭი ერთ-ერთ მათგანს ყვირილით უახლოვდება: "აბდულა უხეშად მომექცა!" "მისმინე...", - იწყებს დედამისი ინგლისურად და მალევე არაბულს უბრუნდება.
ენების ცვლა, რა თქმა უნდა, დავიწყებას არ ნიშნავს, მაგრამ შმიდი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში კოდების მსგავსი არაფორმალური წინ და უკან რთვა შენს ტვინს საჭიროების შემთხვევაში ერთი ენის შიგნით დარჩენას გაურთულებს: "უცებ აღმოაჩენ, რომ ენის ცვლის აჩქარებულ პროცესში ხარ მოყოლილი".
ილაპარაკე
ლორა დომინგესმა, ენათმეცნიერმა საუსჰემპტონის უნივერსიტეტიდან, ერთმანეთს შეადარა დიდი ხნის მიგრანტების ორი ჯგუფი - ბრიტანეთში გადასახლებული ესპანელები და აშშ-ში მცხოვრები კუბელები. ესპანელები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ და, ძირითადად, ინგლისურად საუბრობდნენ. ყველა კუბელი კი ცხოვრობდა მაიამიში - ქალაქში, სადაც დიდი რაოდენობით ლათინოამერიკელი სახლობს - და ისინი ყოველთვის ესპანურად საუბრობდნენ.
"ცხადია, ბრიტანეთში მცხოვრები ყველა ესპანელენოვანი ჩივის, რომ სიტყვები ავიწყდება. როგორც წესი, რაღაც ასეთს გეუბნებიან: მიჭირს სიტყვების გახსენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურისთვის ნასწავლ ლექსიკას ვიყენებ", - ამბობს დომინგესი. როგორც ესპანელისთვის, რომელმაც პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, ეს პრობლემა მისთვისაც ძალიან ნაცნობია, - "ახლა ამ ყველაფრის თქმა ესპანურად რომ დამჭირვებოდა, არა მგონია, აზრი გამართულად გადმომეცა".
თუმცა, მას შემდეგ, რაც თავისი ცდისპირების ენის გამოყენების თავისებურებები უფრო ღრმად გააანალიზა, დომინგესმა მნიშვნელოვანი განსხვავება იპოვა. იზოლირებულად მცხოვრებ ესპანელებს სრულყოფილად ჰქონდათ შენარჩუნებული ენის ძირითადი გრამატიკული სტრუქტურა, მაგრამ კუბელებს, რომლებიც მშობლიურ ენას გამუდმებით იყენებდნენ, ენისთვის დამახასიათებელი ნაციონალური თავისებურებები დავიწყებოდათ. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არ ყოფილა ინგლისური ენის გავლენა, არამედ - მაიამისთვის დამახასიათებლი ესპანურის ვარიაციების. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კუბელებმა საუბარი კოლუმბიელებისა და მექსიკელების მსგავსად დაიწყეს.
მაიამიში მცხოვრებ ზოგ კუბელ იმიგრანტს საკუთარი რეგიონალური დიალექტი მექსიკელებთან და კოლუმბიელებთან ურთიერთობის შედეგად შეეცვალა.
ფოტო: Getty
უფრო მეტიც, როდესაც დომინგესი ამერიკიდან ესპანეთში დაბრუნდა, მეგობრებმა აღნიშნეს, რომ მისი ესპანური მექსიკურს დამსგავსებოდა. დომინგესმა შეიმუშავა თეორია, რომლის თანახმადაც, რაც უფრო ნაცნობია სხვა ენა ან დიალექტი, მით მარტივად ცვლის ის ჩვენს მშობლიურ ენას.
"ენის ცვლა არ არის ცუდი რამ. ეს ბუნებრივი პროცესია", - ამბობს ის, - "ამ ადამიანებმა თავიანთი ახალი რეალობის შესაბამისად შეცვალეს თავიანთი გრამატიკა... ის უნარები, რაც ახალი ენების სწავლაში გვეხმარებიან, მსგავსი ცვლილებების გამოწვევაზეც არიან პასუხისმგებელნი".
კარგია გვახსოვდეს, რომ ენათმეცნიერების გადმოსახედიდან, მშობლიური ენის ცუდად ცოდნის ფენომენი არ არსებობს. ასევე, ენის კარგვის პროცესი, ზრდასრულებში მაინც, შექცევადია: ამას, როგორც წესი, სახლში ცოტა ხნით დაბრუნებაც კი შველის. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანისთვის ჩვენი მშობლიური ენა მჭიდროდ არის დაკავშირებული სიღრმისეულ იდენტობასთან, მოგონებებთან და თვითაღქმასთან.
სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ სხვების დაუხმარებლად გადავწყვიტე ჩემი ძმის საიდუმლოებით მოცული სიტყვის მნიშვნელობის ამოხსნა.
საბედნიეროდ, ამისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. Fremdschämen აღწერს იმ უხერხულობის გრძნობას, რომელიც გეუფლება, როცა უყურებ, როგორ სჩადის ვიღაც რაღაც სამარცხვინოს. როგორც აღმოჩნდა, ეს სიტყვა უკვე წლებია, ძალიან პოპულარულია ჩემს სამშობლოში. უბრალოდ, ამ ტრენდმა ჩემამდე ვერ მოაღწია, ისევე, როგორც სხვა ბევრმა მოდურმა სიახლემ.
ოცი წლით საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ ეს არ უნდა მიკვირდეს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ არის რაღაც სევდიანი იმაში, რომ საკუთარი ძმის მიერ გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობა აღარ მესმის. ალბათ, ეს დანაკლისის გამოძახილია, ან - ჩვენ შორის არსებული დისტანციის შეხსენება. ეჭვად მაქვს, ამ გრძნობისთვისაც იქნება გერმანული სიტყვა, ოღონდ გასახსენებლად ცოტა დრო დამჭირდება.
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
კომენტარები