5 უცნაური შემთხვევა, როცა დაზღვევამ ადამიანებს დიდი ზარალი აუნაზღაურა
ფოტო: Shutterstock
ხანდახან ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს. უიღბლობამ შესაძლოა ჩვენი გეგმები შეცვალოს, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევები მატერიალურ ზარალს გვაყენებს და უკან გვხევს.
ასეთ დროს ყველა ფიქრობს, როგორ შეამციროს ხარჯები, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს. ზოგიერთებს სესხების აღება უწევთ, ზოგიერთებს კი დანაზოგიდან თანხის მოკლება. თუმცა ისეთი იღბლიანი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც უდიდეს ფინანსურ ზარალს დაზღვევამ გადაარჩინა. ჩვენ სწორედ ხუთ ასეთ საინტერესო შემთხვევაზე მოგიყვებით.
1. აშშ, ვირჯინია
ვირჯინიაში 2012 წელს მამაკაცს დაზღვევამ $7 მილიონის ზარალი აუნაზღაურა. ალბათ იფიქრებთ, რაიმე გრანდიოზული შეემთხვაო, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. დაზარალებული ერთ-ერთ ქუჩაზე მიდიოდა, რა დროსაც ყინულზე ფეხი დაუცურდა და დაეცა. შედეგად მრავლობითი მოტეხილობები მიიღო, დასჭირდა რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო პერიოდი.
მიღებული ზიანის გამო, ამერიკელმა კაცმა გადაწყვიტა დაზღვევისთვის მიემართა და ზარალის ასანაზღაურებლად $7 მილიონი მოითხოვა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რადგან იმ ტერიტორიის მეპატრონეს, აშშ-ს კანონების მიხედვით, უნდა ეზრუნა საფეხმავლო გზის უსაფრთხოებაზე, მოეყარა მარილი ან მინიმუმ, გამაფრთხილებელი ნიშნები დაეყენებინა.
2. საქართველო
შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული, თანაც უკვე ყველანი შევთანხმდით, რომ #შეცდომებიმოსულა, მაგრამ უიღბლობამ შესაძლოა ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენოს და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. შეიძლება აუქციონზე მილიონ დოლარად შეფასებული ვაზა გაგვიტყდეს (როგორც ამ Gif-შია) ან 180 000 ევროს ღირებულების ლურჯ ავტობუსს დავეჯახოთ. ასეთი უიღბლობა ნებისმიერი ადამიანისთვის სტრესული იქნება და რაც მთავარია, ფინანსურად ძალიან დამაზიანებელი.
სწორედ ასეთი ისტორია გადახდა თავს საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დიდი ზარალის ანაზღაურება უწევდა. ის შემთხვევით შეეჯახა თბილისის ლურჯ სამგზავრო ავტობუსს. ავარიიდან მეორე დღეს მამაკაცს თიბისი დაზღვევიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის თიბისის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევაში იყო ჩართული, ამიტომ ზარალის დიდ ნაწილს დაზღვევა აუნაზღაურებდა. ეს შემთხვევა იმით გამოირჩევა, რომ მძღოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და ფიქრობდა, რომ თავად მოუწევდა თანხის შეგროვება.
ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა მძღოლი დაზღვეული, თუკი მან ამის შესახებ არაფერი იცოდა? — საქმე ისაა, რომ მოქალაქე ხშირი მომხმარებელია ვისოლის ბენზინგასამართ სადგურების, რის გამოც ვისოლისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივ აქციაში მოხვდა. აქციის თანახმად, მომხმარებლები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თიბისის ნებისმიერი ბარათით ვისოლის ქსელში 250 ლარის საწვავს ან ბუნებრივ აირს შეიძენენ, ვისოლისგან თიბისის ავტოპასუხისმგებლობის 1-თვიანი დაზღვევის 5000 ლარიანი პაკეტით დასაჩუქრდებიან.
3. ინგლისი, პეტერბოროუ
როდესაც როვან ატკინსონზე და ავტომობილზე ერთსა და იმავე კონტექსტში ვსაუბრობთ, ალბათ ყველას გვახსენდება მისტერ ბინის ის სერია, სადაც მსახიობი მანქანის სახურავზე დამაგრებულ სავარძელშია მოკალათებული. ამჯერად სხვა ისტორიას გიყვებით.
როგორც ჩანს, როვან ატკინსონი სინამდვილეშიც ისეთივე თავზეხელაღებული მძღოლია, როგორიც მისტერ ბინის როლში. 2013 წელს ის თავისი მაკლარენით, რომელიც 3.5 მილიონად არის შეფასებული, დიდი სიჩქარით მოძრაობის გამო ყინულზე მოსრიალდა და ავარიაში მოყვა. მსახიობმა ზარალის ასანაზღაურებლად სადაზღვევოს მიმართა, რომელმაც მას £910 000 აუნაზღაურა.
4. შოტლანდია, აბერდინი
2007 წელს ავტომობილის საყიდლად მისულმა კაცმა გადაწყვიტა უფასო ტესტ-დრაივით ესარგებლა და Pagani Zonda S-ის შესაძლებლობები მოესინჯა. მისი განზრახვა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან სწრაფად მოძრაობისას საჭე ვერ დამოირჩილა და ბარიერებს შეასკდა.
მას 300 000 ფუნტ-სტერლინგის გადახდა მოუწევდა საავტომობილი ფირმისთვის, თუმცა საბედნიეროდ მანქანა წინასწარ იყო დაზღვეული და კაცი უდიდეს ზარალს გადაურჩა. ცნობისთვის, Pagani Zonda S-ის მოდელი ავტომობილები წელიწადში მხოლოდ ათი გამოდის, ამიტომ ყოველი ხარვეზის აღმოჩენისას მწარმოებლის ქარხანაში გაგზავნაა საჭირო.
5. აშშ
შესაძლოა არ ელოდით, რომ ამ სიაში კატაც მოხვდებოდა, მაგრამ 2010 წელს ძალიან უცნაური და უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა.
კატა, რომლის სიცოცხლეც მეპატრონემ დააზღვია, მოულოდნელად ცუდად გახდა და თირკმლის ოპერაცია დასჭირდა და კატის მფლობელმა დაზღვევას ზარალის ანაზღაურების თხოვნით მიმართა. საბოლოოდ კომპანიისგან $22 000 მიიღო და ისტორიაშიც შევიდა, როგორც ადამიანი, რომელსაც საყვარელი ცხოველის სიცოცხლე ამხელა თანხით აუნაზღაურეს.
ამ ისტორიას კიდევ უფრო უცნაურს ხდის ის, რომ კატას არ ჰქონდა რაიმე გამორჩეული, იშვიათი მახასიათებელი — არც რომელიმე ვარსკვლავს ეკუთვნოდა, არც ქამელეონის თვალები ჰქონდა და არც განსაკუთრებული ბეწვი. მისი მთავარი სიმდიდრე პატრონის სიყვარული გახლდათ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა




კომენტარები