მარტვილში მამათა მონასტრის კელიის ნაწილი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.