საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს.
საქართველოს ბანკის მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშებენლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკსა და IG Development Georgia-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.
"საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება", — განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.
"ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია, რომ ხელს აწერს ერთობლივ პროექტს დიდი ხნის პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან. აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან ეს უკვე მეორე თანადაფინანსების პროექტია. 2015 წელს ხელმოწერილი პირველი პროექტის წარმატებულად შესრულების შემდეგ, EBRD-იმ გადაწყვიტა განაგრძოს აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას დაფინანსება საქართველოს ბანკთან ერთად და ხელი შეუწყოს კიდევ ერთი ენერგო-ეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში", — განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.
ახალი სავაჭრო ცენტრი სითი მოლი საბურთალო 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო სივრცე იქნება ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე. სითი მოლი საბურთალო-ს ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრში სივრცე გაშლილი და გადანაწილებულია ოთხ სართულზე, რომელშიც განთავსებული იქნება ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია.
სითი მოლი საბურთალოს სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, მასშტაბური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რესტორანი, სპორტული დარბაზი. ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის მოეწყობა ეგრეთ წოდებული "upscale" კუთხე — განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებით და 1500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით.
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ, სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ, სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
კომენტარები