უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ ფეისბუქზე გაავრცელა.

ავდოკატმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ საუბარია უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.