ფოტო ესსე: საქართველოს მომავლის ხედვა
იმ ქვეყანაში, სადაც ინოვაცია უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, მეწარმეები ახალი ტექნოლოგიებისა და იდეების დანერგვით ცდილობენ თავიანთი ბიზნესის მოდერნიზაციას. რამდენიმე ქართული ბიზნესის გაცნობით შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში, სტარტაპებსა და საცალო მაღაზიებში თანამედროვე მიდგომები აღმოვაჩინოთ.
ყველის სახლი
ანა, თბილისში არსებული "ყველის სახლის" მფლობელი, ქართული ყველის სახეობების აღმოჩენასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. ანა საქართველოს პატარა სოფლებიდან უნიკალურ რეცეპტებს აგროვებს. გარდა ამისა, ის თვითონაც აწარმოებს ყველს.
"ყველის სახლის" მეორე ლოკაციის თაროები. ეს მაღაზია ორიგინალის ფრენჩაიზია, რომელიც უცნაური და ახალი ქართული ყველის ნაირსახეობებს ჰყიდის.
ანა, სანამ გასასინჯად გაჭრის, მის მიერ შექმნილ ყველს გვაჩვენებს.
ახალგაზრდა ფერმერები
31 წლის ბექამ იურისტობიდან ფერმერობის გზაზე გადაუხვია. ის მუდამ ცდილობს ბიზნესის დივერსიფიკაციას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. მისი ბრენდის ქვეშ სოფლის მეურნეობის რამდენიმე განშტოება ერთიანდება. მისთვის მულტიტასკინგი უცხო არაა.
მიუხედავად გამოყენებული ტექნოლოგიების და ინოვაციისა, მოულოდნელმა ამინდმა, მაგალითად, სეტყვამ, შეიძლება დააზიანოს მოსავალი, მაგალითად, როგორც ეს ქერი.
ზურა, 27 წლის ახალგაზრდა ფერმერია. ის ქერის მოსავლის აღებას მეთვალყურეობს.
ინდაურის ჭუკები ზურას ფერმაში.
ზრდასრული ინდაური ახალი წლისთვის 100 ლარი ღირს. ინდაურის ჭუკები იმ ფერმებშიც შეგხვდებათ, სადაც მეწარმეობის თანამედროვე პრაქტიკაა.
სათბური ლისზე
ეს სათბური საქართველოში პირველი კომერციული ორგანული ფერმაა.
კლიენტი ორგანულად გაზრდილი სალათის ფურცლის საყიდლად მოვიდა. სათბურებში ყველაფერს ქიმიური დანამატების გარეშე ზრდიან, თუმცა ამისი მნიშვნელობა ძნელი გასაცნობიერებელია ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 400 ლარია.
მეორე სათბური, სადაც პომიდორი, სალათის ფურცელი და გოგრა იზრდება.
მომავლის ხედვა: ტექნოპარკი
GITA-ს ტექნოლოგიური პარკის დილის რუტინა
ტექნოპარკში არსებული ოთახი ბრეინშტორმინგისთვის. ეს სართული სტარტაპებისა და მეწარმეებისთვის ღიაა, რათა მათ შეძლონ ერთმანეთთან დაკავშირება, მუშაობა და იდეების გაზიარება სტრატეგიულად დაგეგმილ ოთახებში.
შაბათი: სტარტაპებისთვის იურიდიული კონსულტაციის ვიდეოების გადაღება. დღეს იწერენ Patronus Legal, იურიდიულ კომპანიას, რომელიც ტექნოლოგიურად სხვებთან შედარებით ბევრად წინაა წასული.
ტექნოპარკის წევრთა უმეტესობა საკუთარ სტარტაპებზე ღამე ან შაბათ-კვირას მუშაობს, ძირითადი სამსახურის პარალელურად.
სოფია
83 წლის სოფია. შვილის მაღაზიაში CD-ებსა და SIM ბარათებს ჰყიდის, ასევე ქსეროასლებს აკეთებს. სოფიას უნდა, რომ ახალი ტექნოლოგიები შეისწავლოს, რადგან შეძლოს დახმარება.
სოფია მომხმარებლებისთვის "ქსეროქსის" აპარატით ქსეროასლებს იღებს.
სოფიას პორტრეტი შვილის მაღაზიაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თბილისში.
ფოტოგრაფი სილიკონის მდელოდან, შმუ თეონი საქართველოს მაისში ეწვია და აქ 9 დღე დაჰყო პოპულარული ფოტოგრაფის, ჯონ სტენმეიერის ვორკშოპის ფარგლებში. თეონი საქართველოში მეწარმეობისა და სტარტაპების განვითარებით დაინტერესდა და ფოტო ესსე შექმნა, რომელიც თავდაპირველად Chai Khana-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები