როგორია სინამდვილეში ინტერნეტში გავრცელებული 25 ყალბი ფოტო
ტერმინმა ყალბი ამბები განსაკუთრებული ყურადღება 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიპყრო, როცა გაირკვა, რომ რუსი ტროლები დემოკრატების წინააღმდეგ მცდარ ინფორმაციას სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ.
იმ სამყაროში კი, სადაც ფოტოშოპი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხშირად ფოტომანიპულაციები რეალურად აღიქმება.
დღეს გთავაზობთ ინტერნეტში გავრცელებულ 25 ყალბ სურათს, რომელთაგანაც ერთი მაინც გექნებათ ნანახი. ისინი გვარწმუნებენ, რომ მათ გასარკვევად, მახვილი თვალის გარდა, გადამოწმების ხერხების ფლობაც აუცილებელია.
1. ლომი Metro-Goldwyn-Mayer-ის ინტროში
როგორც ხედავთ, ცნობილი ლომი, რომელსაც მხატვრული და ანიმაციური ფილმების დაწყებამდე გრგვინავს, ამ მდგომარეობაში არ გადაუღიათ. ეს ვეტერინარის კლინიკაში დაფიქსირებული კადრია, ლომის, რომელსაც დიაგნოსტიკას უწევენ.
საინტერესო ფაქტია ის, რომ MGM-ის ცნობილი კადრის გადაღებაში შვიდი ლომი მონაწილეობდა. მათგან არჩეული კი 1957 წლის შემდეგ გადაღებულ უამრავ ფილმშიც გვხვდება.
2. ასტრონავტი კოსმოსში მარიხუანით
კრის ჰედფილდი ერთ-ერთი საყვარელი ასტრონავტია. ის ვიდეო ბლოგებს ავრცელებდა კოსმოსიდან იმის გადმოსაცემად, თუ როგორი იყო უწონადობის სამყაროში ძილი, კვება, კბილების გახეხვა და ა.შ. მისი ვიდეოების ნახვისას მარტივად მიხვდებით, რომ კოსმოსში ფრენისას, მას სიამოვნების მისაღებად მარიხუანა არ დასჭირდებოდა. ამ სურათში ის თავის კოლეგების გაოცებას სააღდგომო კვერცხებით გეგმავს.
3. ბრინჯის ვეება ტალღა
თუ On.ge-ის სტატიებს ინტერესით ეცნობით, გეცოდინებათ მოხალული ბრინჯის ტალღაზე, რომელზეც ინტერნეტი კარგად გაერთო. ეს ხელოვნური იმიტაციაა იმის, რაც უამრავ ადამიანს ხელმარჯვე მზარეულისა და იღბლიანი ფოტოგრაფის შემოქმედება ჰგონია. ყალბი ბრინჯის ტალღები ტოკიოს მაღაზიებში 4 ათას დოლარამდე ღირს.
4. სირიელი ბავშვი საფლავებს მიღმა
გავრცელებული ფოტო, რომლის მიხედვითაც ამ სირიელ ბავშვს მშობლების საფლავებს შორის სძინავს, დადგმულია. ცნობილია, რომ ფოტოს გმირი არასრულწლოვანი ფოტოგრაფს იცნობდა.
5. ქალის უცნაური პოზა
ინტერნეტის ერთ-ერთი უკანასკნელი სენსაცია ეს ქალია, რომელიც ფოტოშოპის დახმარებით ბაყაყის პოზაში დგას პატარა თაროებზე. იმის მიუხედავად, რომ მას მხოლოდ ცალი ფეხი აქვს აწეული, მისი დგომა მაინც უცნაურია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი ფოტო უნებართვოდ უნდა გავრცელებულიყო.
6. გაყინული ვენეცია
ვენეცია დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია და ამის დასამტკიცებლად, მის სურათზე რუსეთში არსებული ბაიკალის გაყინული ტბის მიფოტოშოპება აუცილებელი არაა.
7. ჯადოსნური სასახლე
ჯადოსნური და მიუღწეველი სასახლე აუცილებლად მოგაგონებთ რაპუნცელისა და სხვა გამომწყვდეული პრინცესების ადგილსამყოფელს, თუმცა ის უბრალოდ ვეება ქვისა და გერმანიაში არსებული სასახლის გაერთიანებული ვერსიაა.
8. ლინზისებური ღრუბლები
ლინზისებური ღრუბლები ერთ-ერთი ულამაზესი მოვლენაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც საქმე ფოტოშოპთან გვაქვს.
9. გაუფრთხილებელი პილოტის სელფი
სინამდვილეში, ეს სელფი პილოტმა მშვიდობიანად დაშვების შემდეგ გადაიღო.
10. უნიკალური შავი ლომი
უცნაური ცხოველების თემა ინტერნეტის ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, თუმცა ეს არარსებული ცხოველის ხელოვნურად შექმნილი სურათით ადამიანების მოტყუებას არ ამართლებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო ისედაც საოცრებებით სავსე სამყაროა.
11. ცათამბჯენზე "ჩამომჯდარი" მთვარე
ასტრონომიული მოვლენების შემდეგ, ციური სხეულების შთამბეჭდავი ფოტოების არაოფიციალური კონკურსი იწყება, რომლებშიც ფოტოგრაფები სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან. ამ შემთხვევაში, შთაბეჭდილების მოხდენა ფოტოშოპის ავტორმაც სცადა.
12. ველოსიპედისტს ადევნებული დათვი
ამ ფოტოს ინტერნეტის მომხმარებლებზე დიდი ეფექტი ჰქონდა, თუმცა მისი გადაღებისას სინამდვილეში არავინ დაშავებულა. მათ შორის, არც ეს ველოსიპედისტი, რომელიც ამ დათვის სიახლოვეს ნამდვილად არ ყოფილა.
13. ჯუჯა ჟირაფი
შეიძლება ჟირაფის სახეობასაც ჰყავდეს თავისი ჯუჯა წარმომადგენელი, თუმცა ეს ფოტო ნამდვილად მეტისმეტია.
14. მერლინ მონრო და ელიზაბეტ ტეილორი
ამ ორი ლეგენდარული ქალის მეგობრობის დასამტკიცებლად ეს ფოტო ნამდვილად საკმარისი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მერლინ მონრო ხშირად ხდება ფოტომანიპულაციების მსხვერპლი.
15. ვეება თავის ქალა
სამწუხაროდ, ყალბი ფოტოებით მეცნიერებასა და ისტორიასაც ებრძვიან. მაგალითად გოლიათის სამარხის ეს ფოტო ერთ-ერთი ტროლის კომპიუტერში დაიბადა.
16. ფოტოგრაფებზე ადევნებული დათვი
დათვთან პირისპირ შეხვედრა სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, თუმცა მათ საშიშროებაზე ისტორიების გამოგონება აუცილებელი არაა. ფოტო თავად ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ფოტოგრაფების გამოქვეყნებულია, თუმცა ის მხოლოდ მეგობრების გასამხიარულებლად შეიქმნა.
17. პირველი დები
ინტერნეტს ძალიან სურდა იმის დაჯერება, რომ პირველი დები ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში არსებობდა, თუმცა, ეს ფოტო 2017 წლის ფილმის Dunkirk-ის გადასაღები მოედნიდანაა.
18. ჩირლიდერის "მარცხი"
ეს სწორედ იმ სახიფათო ფოტომანიპულაციების შემთხვევაა, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებს. მარტივი არაა ვირუსული ფოტოს სიყალბეში მსოფლიოს დარწმუნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ფოტოს გმირი ხარ.
19. ვარსკვლავის ფორმის კუნძული
ასეთი სურათების ნახვის შემდეგ, ადამიანებს მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო უძლიერდებათ. წარმოიდგინეთ თქვენი თავი კოქტეილით ხელში ვარსკვლავის ფორმის კუნძულზე. თუმცა არ ღირს არარეალური ოცნებები, რადგან მსგავსი კუნძული არც კი არსებობს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ჰავაის სიახლოვეს მდებარე მთვარის ფორმის კუნძულ მოლოკინს ეწვიოთ. მეორე ფოტოზე სწორედ მას ხედავთ.
20. პერის ჰილტონის სნობური მაისური
იმის მიუხედავად, რომ პერის ჰილტონის იმიჯი სიმდიდრესთან და უზრუნველ ცხოვრებასთან ასოცირდება, მას მაისურზე "შეწყვიტე ღარიბად ყოფნა" არ აწერია. ამ შემთხვევაში, ის სასოწარკვეთილების წინააღმდეგ ილაშქრებს.
21. კუს მთა
ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ამ ციცქნა მთას სინამდვილეში "პილოტების მთა" ჰქვია და მასზე კუს სახე არაა გამოსახული.
22. მანქანაზე შემოსკუპებული ძროხა
ამ უწყინარ ცხოველს სულაც არ სჭირდება მდიდრული შავი ბეემვე, ის თავს ბუნებაში ბევრად უკეთ გრძნობს.
23. ბომბის წინ მოსეირნე აინშტაინი
აფეთქების ეს ფოტო აინშტაინის სიკვდილიდან 7 წლის შემდეგაა გადაღებული.
24. რაკეტა ღრუბლებში
პირველი ფოტო ნამდვილად საოცარი კადრის შეგრძნებას ტოვებს, თუმცა მეორე, რეალური სურათი არანაკლებ შთამბეჭდავია.
25. 9/11-ის ტერაქტამდე წამებით ადრე გადაღებული ფოტო
2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტმა უამრავი ადამიანის ბედი ტრაგიკულად შეცვალა. სამწუხაროდ, გავრცელდა შეთქმულების თეორიებიც და ეს ფოტო სწორედ მათი ნაწილია.
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
კომენტარები