კარიერული წარმატების ორი ისტორია და შესაძლებლობა, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის
ადამიანი ბუნებრივად პროგრესირებადი არსებაა. მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე არის ორიენტირებული, რასაც თან ახლავს საკუთარი თავის ძიებისა და აღმოჩენის პროცესი. სანამ იმ ერთ საქმეს აღმოაჩენს, შესაძლოა ბევრი ცდა დასჭირდეს და ბოლოს, როცა იგრძნობს კენწეროში ასვლას, მიხვდეს, რომ სრულიად მოულოდნელად ცხოვრებამ აჩვენა, რისი კეთება გამოსდიოდა მას ყველაზე უკეთ.
რადგანაც სასიცოცხლო ციკლი შეზღუდულია დროში, აუცილებელია ადამიანმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. კაცობრიობის უმთავრესი მიზანი ხომ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა და საკუთარი უნარების გამოყენების შესაძლებლობაა.
ეკა ანთიძე
ერთ-ერთი ვინც ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის მზად აღმოჩნდა, ეკა ანთიძეა, რომელიც უკვე ორი წელია სადაზღვევო კომპანია GPI-ში მუშაობს. კომპანიაში დასაქმების ფორუმზე გასაუბრების გავლის შემდეგ აღმოჩნდა. ამბობს, რომ თავიდან სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, რადგან სამასი ადამიანის დასაქმება არარეალურად მიაჩნდა.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიამ მას ტრენინგები შესთავაზა, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც ოფიციალური თანამშრომელი გახდა.
"ზოგადად, გაყიდვებში მანამდეც ვმუშაობდი. GPI-მ როცა კონკურსი გამოაცხადა ტელევიზიით ვნახე შემთხვევით და მისვლა გადავწყვიტე. თავიდან არარეალურად მიმაჩნდა სამასი ადამიანის დასაქმება, მაგრამ მაინც ვცადე ბედი. მივედი გასაუბრებაზე, რის შემდეგაც ტრენინგებზე დამიბარეს. ტრენინგები და ტესტირება წარმატებით გავიარე და შევუდექი გუნდში მუშაობას, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს ეკა ანთიძე.
მუშაობა გაყიდვების აგენტად დაიწყო, თუმცა ძალიან მალე დაწინაურდა, რადგან მონდომებული იყო. ამბობს, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშმრომლების განვითარებაზე და მათ ტრენინგებს უტარებს. ეკას თქმით, საქმე, რომელსაც ასრულებს, ძალიან ენერგიულია და არ არის მოსაწყენი.
"ძალიან სწრაფად მქონდა წინსვლა და მალევე დამაწინაურეს. სულ ტრენინგები გვაქვს, რაც საკმაოდ საინტერესოა. ერთ ადგილზე არ ხარ გაჩერებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის", - გვითხრა ეკამ.
თავისი წარმატების მიზეზად მონდომებასა და შრომას მიიჩნევს. ამბობს, რომ კომპანიაში არსებული კონკურენცია ძალიან დაეხმარა ზრდაში.
"ალბათ, კარგად გამომივიდა გაყიდვები. ბევრი პოტენციური კლიენტი დავაგროვე და, რაც მთავარია, ბევრს ვმუშაობდი. შიდა სიტუაციაც ძალიან მეგობრული იყო, რაც მე სტიმულსა და მოტივაციას მაძლევდა, რომ უფრო კარგად და ეფექტურად მემუშავა", - ამბობს ის.
ეკა ყველას, ვინც ახალ საქმეს, გამოცდილებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ეძებს, ურჩევს, მივიდნენ GPI-ის დასაქმების ფორუმზე, რომელიც 22-23 თებერვალს თანამედროვე ხელოვნების მუზუემში ჩატარდება.
"ვურჩევ, რომ აუცილებლად მივიდნენ, რადგან GPI ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. ძალიან ბევრს ისწავლიან და ბევრ კონტაქტს დააგროვებენ. სიტუაცია არაჩვეულებრივია, ყველა გვერდში გიდგას და გეხმარება", - თქვა მან.
თორნიკე ბილიხოძე
კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც GPI-ის დასაქმების ფორუმზე მიიღო მონაწილეობა, თორნიკე ბილიხოძეა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა და დღეს ისევ ამ კომპანიაში, შეცვლილ პოზიციაზე მუშაობს. ამბობს, რომ GPI-ში პროგრესი მუდმივად იგრძნობა, რაც კორპორატიული პოლიტიკის დამსახურებაა.
"ფორუმზე ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მივედი და დიდად მოლოდინი არ მქონდა. ვფიქრობდი, რომ რამდენიმე თვე ვიმუშავებდი და შემდეგ ისევ შევიცვლიდი სამსახურს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავიდან ცოტაოდენი მონდომება მქონდა, რამაც გაამართლა და მერე უკვე აზარტში შევედი, რის გამოც, საბოლოოდ, წარმატებასაც მივაღწიე ამ სფეროში. აქამდე რუტინული სამსახური მქონდა, ერთ ადგილზე მიწევდა ჯდომა. რაც შეეხება გაყიდვების სამსახურს, სულ სიახლეა, რაც გამოწვევაა და ეს მომწონს ამ სამსახურში", - ამბობს თორნიკე.
ჩვენ ვკითხეთ მას, თუ რა იყო ის მთავარი რამ, რაც მას კომპანიამ ამ ხნის განმავლობაში მისცა, რაზეც გვიპასუხა, გამოცდილება, მეგობრები და სხვადასხვა კორპორატიული ბენეფიტებიო.
"ერთგვარი გაყიდვების სკოლა გავიარე ამ ორი წლის განმავლობაში, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ბევრი პლიუსი აქვს, თუნდაც ის, რომ კორპორაციული საღამოები გვაქვს, ასევე კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევა. უამრავი კარგი რამეა კომპანიაში, რაც დავინახე", - ამბობს ის.
თორნიკე ამბობს, რომ კომპანიაში ზრდის პერსპექტივები ძალიან მაღალია, რასაც თავისი მაგალითითაც ადასტურებს.
"გაყიდვების მენეჯერიდან, საცალო გაყიდვების სპეციალისტიდან გაყიდვების ჯგუფის უფროსი გავხდი დაახლოებით ერთ წელიწადში. ამ პოზიციაზე გადასვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, აგვარჩიეს 12 გაყიდვების უფროსი. ერთი წელია დაახლოებით, რაც ამ პოზიციაზე ვარ", - ამბობს ის.
ის ამბობს, რომ თუკი ადამიანი მოინდომებს, წარმატება გარდაუვალი იქნება. კომპანია, მისი თქმით, სწორედ ამისკენ არის მოწადინებული.
"თუ მოინდომებ და მიზანს დაისახავ, წარმატება და დაწინაურება გარანტირებულია", - ამბობს თორნიკე.
ერთ-ერთი პლუსი, რასაც თორნიკე გამოყოფს, სამუშაო გრაფიკია, რომელიც თითოეულ თანამშრომელზეა მორგებული. ამბობს, რომ GPI-ში უამრავი სტუდენტი მუშაობს, რომლებსაც სწავლასთან შეთავსებული სამუშაო დრო აქვთ.
"ძალიან ბევრი სტუნდენტია ჩვენთან დასაქმებული და ისეთი ხელშეწყობა აქვთ, მგონია, რომ ასეთი არც ერთ კომპანიას არ აქვს. შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა GPI-ში ეს გამორჩეულად ჩანს. ის, რომ სტუდენტი იქნება ფორუმზე მისული, არ უნდა ჰქონდეთ ის განცდა, თუ როგორ იმუშაონ, როგორ ისწავლონ და ა.შ. საკმაოდ თავისუფალი გრაფიკია, მთავარია მოინდომო და აუცილებლად ისწავლი, განვითარდები. ასე რომ უამრავი კარგი რამ მოყვება ადამიანების ფორუმზე მისვლას", - ამბობს თორნიკე.
თუ თქვენც გსურთ, რომ GPI-ის გუნდის წევრი გახდეთ და ძალიან სწრაფად დაიწყოთ ანაზღაურებადი სამსახური, რომელიც პროგრესსა და კარიერულ ზრდაზეა ორიენტირებული, მაშინ ამის რეალური შანსი გაქვთ.
ამისათვის საჭიროა, რომ 22 და 23 თებერვალს ჯიპიაი ჰოლდინგის უკვე ტრადიციად ქცეულ დასაქმების ფორუმს ესტუმრო.
პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება შეადგენს ფიქსირებულ 400₾-ს, რომელსაც გამომუშავებული ბონუსი დაემატება. სულ კი 300 სამუშაო ადგილია გათვალისწინებული.
კომენტარები