პარლამენტმა მოსამართლეების არჩევაზე ე.წ. მორატორიუმის დაჩქარებულ განხილვას მხარი დაუჭირა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საქართველოს პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე ეკა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულ განხილვას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებაზე მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება ბიურომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. საკითხის კენჭისყრაზე ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა ეკა ბესელიამ სპეციალური წერილის საფუძველზე დააყენა.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭო აგრძელებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას თანამდებობაზე, რაც მათი მხრიდან ინსტიტუციური უპატივცემულობაა.
ეკა ბესელიას თქმით, მათ მოითხოვეს კანონპროექტის არა დაჩქარებულ, არამედ შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა. ის ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვა მიმდინარე სასესიო კვირაში დაიწყოს.
"თუ ამ საკითხის სერიოზულობას სიღრმეს და მასშტაბს ვაცნობიერებთ, მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი აზრით დავუჭერთ თუ არა ამ კანონპროექტს მხარს შემჭიდროვებულ ვადაში", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, პირველი მოსმენით კენჭისყრიდან გამოჩნდება არის თუ არა მზად პარლამენტი დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს.
"კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროა ეს პარლამენტში", — თქვა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელიამ იმ გაცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბესელიამ თქვა, რომ კანონპროექტი სამი კვირაა პარლამენტშია დარეგისტრირებული. ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტს ეს საკითხი 11 თებერვალს დაეწერა.
"არავის არ აქვს სურვილი, რომ ეს კანონპროექტი გავაჭიანუროთ, საჯაროდ შემოგთავაზეთ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. შემოგთავაზეთ, რომ კაჭრეთში გასვლით შეხვედრაზე გვემსჯელა ამ საკითხზე და ეს შემოთავაზება ძალაშია. ჩემი ინტერესია, რომ ეს კანონპროექტი გონივრულ ვადაში განვიხილოთ. დაჩქარებული წესით განხილვა არ ყოფილა მოთხოვნილი თავიდან, თუმცა ვიმსჯელოთ, გუნდის შიგნით გავიაროთ ეს დოკუმენტი და წარვადგინოთ კომიტეტზე განსახილველად", — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბესელიამ ანრი ოხანაშვილს შეუსწორა, რომ მან თქვა "არა სამი არამედ მესამე კვირა". დეპუტატმა განმარტა, რომ მესამე კვირაა საკითხი პარლამენტშია. ბესელიას თქმით, სწორედ, იმიტომ არ მოითხოვეს დაჩქარებული წესით განხილვა ამ კანონპროექტის, რომ "პატივი სცეს კოლეგებს, რომლებსაც სჭირდებოდათ გარკვეული დრო".
"გასვლით სამუშაო შეხვედრაზე არ იყო დღის წესრიგში მოსამართლეების საკითხი და არავინ არ შემხმიანებია, რომ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა. კამერებით არ უნდა მესაუბრებოდეს კომიტეტიდან არავინ. ვიღაცას უნდა ეთქვა, რომ ამ საკითხზეა განხილვა და მოდი, შევხვდეთ. კაჭრეთშიც შემიძლია მოჭარბებული ჟანგბადის ფონზე განვიხილო და უფრო ნაკლები ჟანგბადის ფონზე თბილისშიც, რუსთაველზე. ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ არავის უთქვამს, მოდი, ვისაუბროთ ამ საკითხზე", — განაცხადა ბესელიამ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ისინი მხარს უჭერენ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას.
"სასამართლოების საკითხი მთელი ქვეყნის სატკივარი და მსჯელობის საკითხია და მხოლოდ უმრავლესობის გადასაწყვეტი არაა", — განაცხადა გოცირიძემ.
ქართული ოცნების დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს პროცესი პოლიტიკურია, რომელსაც ის მუქ ფერებში ხედავს.
"უმძიმესი მოცემულობაა სასამართლოს კუთხით. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რეფორმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაიწყო. ჩვენ ვუყურეთ მოსამართლეების მანტიის გახდას და პოლიტიკურ პროცესში შემოსვლას", — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ბოროტად იყენებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ქართული ოცნების 8 დეპუტატთან ერთად კანონპროექტი მოამზადა. ამ კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეების უვადოდ დანიშნა დროებით უნდა შეჩერდეს და ე.წ. მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ბესელია ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა. ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ბესელია კი ამბობს, რომ მან იცის კანონის წერა და ასეთ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
უმრავლესობის დეპუტატების გარდა, ეკა ბესელიას ინიციატივა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმაც გააკრიტიკეს. მოსამართლეები სერგო მეთოფიშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არის დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივი, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას.
2019 წელს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 უვადო მოსამართლე უნდა დაინიშნოს.
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
კომენტარები