რას უნდა ველოდოთ დღეს, როდესაც Apple ახალ iPhone 7-ს წარადგენს
ფოტო: Apple
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ტექნოლოგიების სამყაროში სექტემბრის თვე ეფლის ახალი პროდუქციით იწყება. წელსაც, კომპანია განახლებულ iPhone-ს და, შესაძლოა, სხვა პროდუქტებსაც წარადგენს.
ექსპერტები საინტერესო ღონისძიებას ელოდებიან, რადგან წელს აიფონი "ციფრს იცვლის" - ანუ, #S ვერსიის (4S, 5S, 6S...) ნაცვლად მომდევნო, მეშვიდე ვერსიაზე გადადის. თუმცა, გავრცელებული ჭორების მიხედვით, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ციფრის შეცვლას მოწყობილობის დიზაინის სერიოზული ცვლილება არ მოჰყვება. როგორც ჩანს, კომპანია ამჯერად მცირედ ვიზუალურ ცვლილებებს დასჯერდება.
ასევე, წყაროები იუწყებიან, რომ ეფლი მისი ჭკვიანი საათის - Apple Watch-ის ახალ ვერსიასაც წელს წარადგენს. ეს საათის პირველი განახლებაა ისტორიაში, ასე რომ წინასწარ რთულია განსაზღვრა, რა პრინციპით აპირებს ტექნოლოგიური გიგანტი თავისი ყველაზე ნიშური პროდუქტის, საათის განახლებების ციკლის წარმართვას.
როგორც წინა წლებში, დღესაც, 7 სექტემბერს, პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა. იგი თბილისის დროით საღამოს 9 საათზე და მისი ყურება ეფლის ვებსაიტზე იქნება შესაძლებელი. ლაივსტრიმის ჩასართავად აუცილებელია Safari ბრაუზერი მაკზე ან რომელიმე iOS მოწყობილობაზე. Windows 10-ის მომხმარებლებს კი Microsoft Edge ბრაუზერი დასჭირდებათ. ასევე, სტრიმი ხელმისაწვდომი იქნება ყველა Apple TV-ზე, გარდა პირველი თაობისა.
ოფიციალურ პრეზენტაციამდე კი გადავხედოთ არსებულ ჭორებს მომავალი iPhone-ის შესახებ, რომელთა უმრავლესობაც, როგორც წესი, მართლდება ხოლმე.
(ახალი) დიზაინი
iPhone 7-ის სავარაუდო დიზაინი
ფოტო: Macrumors.com
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალ აიფონში, დიზაინის სერიოზული ცვლილება არ იგეგმება. ეფლმა ამჯერად მხოლოდ ვიზუალის "გასუფთავება" და დეტალების დახვეწა გადაწყვიტა. Macrumors-ის შექმნილი ჩანახატის მიხედვით, ტელეფონის კორპუსს ანტენის გამყოფი ზოლების ნაწილი მოშორდება, რაც, მიუხედავად მცირე დეტალისა, უკანა პანელს უფრო სასიამოვნოს ხდის.
ყურსასმენების გამქრალი შესაერთებელი
ეს "ფუნქცია" ყველაზე ხმაურიანი ამბავია, რაც iPhone 7-ის გამოსვლას მოჰყვება. ამ მოდელიდან ეფლმა გადაწყვიტა, ტელეფონს აღარ ჰქონდეს ყურსასმენის ტრადიციული შესაერთებელი (ე.წ. 3,5 მილიმეტრიანი ჯეკი), სტანდარტი, რომელიც 1964 წლიდან არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, აიფონისთვის მხოლოდ უსადენო (Bluetooth) ან Lightning-პორტის ყურსასმენები გამოდგება (Lightning პორტი უკანასკნელი აიფონების ე.წ. "დამტენის" პორტია, სადაც USB კაბელი ერთდება).
ასევე, ვრცელდება ხმები, რომ ეფლი ახალ აიფონს გადამყვანს მოაყოლებს, რომლითაც Lightning პორტში ჩვეულებრივი 3,5 ჯეკის შეერთება მოხერხდება. ალბათ, იმ მომხმარებლების დასაწყნარებლად, ვისაც ჩვეულებრივი ყურსასმენები არ აკმაყოფილებთ და ასობით დოლარი აქვთ გადახდილი უფრო პროფესიონალურ (ან, პოპულარულ) ბრენდებში.
სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ტელეფონის მოცულობის ოპტიმიზირებით აიხსნება. ამ შესაერთებლის ამოღებით, უფრო მეტი ადგილი რჩება ელემენტისთვის ან სხვა კომპონენტებისთვის. ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, ეფლის ეს ნაბიჯი ამ "არქაული სტანდარტის" სამომხმარებლო ტექნიკიდან გაქრობის დასაწყისი იქნება. და უკვე გამოჩნდა კიდეც ნამდვილი პირველი მერცხალი - Motorola-ს ახალ Moto Z და Moto Z Force მოდელებს მხოლოდ USB Type-C პორტი აქვთ ყურსასმენებისთვის. ეფლი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოძველებულ სტანდარტებს იღებდა წარმოებიდან (და ბევრ მომხმარებელსაც აღიზიანებდა). თავის დროზე, მათ პირველებმა შეწყვიტეს ჯერ ე.წ. Floppy დისკის და მოგვიანებით - ოპტიკური, CD/DVD დისკების წამკითხველის მოთავსება კომპიუტერებში.
ახალი ყურსასმენები
უსადენო ყურსასმენების სავარაუდო დიზაინი
ფოტო: i4u.com
სტანდარტული შესაერთებლის გაქრობის გამო, ეფლს ახალი ყურსასმენების მოთავსება მოუწევს აიფონის ყუთებში. უდიდესი ალბათობით, ეს სტანდარტული EarPods იქნება, მხოლოდ შეცვლილი ჯეკით - Lightning-ით, 3,5მმ-იანის ნაცვლად. თუმცა, არსებობს ვერსიაც, რომ ეფლი ახალ ტელეფონს უსადენო, Bluetooth ყურსასმენს მოაყოლებს, რომელსაც AirPods ერქმევა. მაგრამ, ასეთი ყურსასმენის სიძვირის გამო, ეს ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა, კომპანია მართლაც ამზადებს ამ პროდუქტს, ოღონდ - ცალკე გასაყიდად; და არა ტელეფონის მოყოლილ აქსესუარად.
კიდევ ერთი კამერა
ორი კამერის სავარაუდო განლაგება
ფოტო: appleapple.top
რამდენიმე წლის წინ, ტელეფონის მეორე, წინა კამერა დიდი მიღწევა იყო. დღეს კი უკვე სამ-კამერიან ტელეფონებს ვხვდებით. მესამე კამერა, რეალურად, მთავარი, უკანა კამერის დანამატია, რომელსაც მწარმოებლები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, Huawei P9-ს დამატებითი შავ-თეთრი კამერა აქვს, რომელიც მთავარი კამერით გადაღებულ ფოტოებს სიმკვეთრეს და ხარისხს მატებს. LG G5-ის დამატებითი კამერა კი, ფოტოებს ფართო ხედვის კუთხით იღებს და ე.წ. "zoomed out" ეფექტს იძლევა. აი ერთი კადრი, გადაღებული LG G5-ის ორი კამერით - მარცხნივ, სტანდარტული, 16 მეგაპიქსელიანი კამერით და მარჯვნივ - დამატებითი, 8 მეგაპიქსელიაინი კამერით გადაღებული (HDR რეჟიმში), რომელსაც ხედვის უფრო ფართო კუთხე აქვს:
ფოტო 1: The Verge
ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულებით გამოიყენებს iPhone 7 დამატებით კამერას. თუმცა მისი არსებობა თითქმის დადასტურებულია. Bloomberg-ის აზრით, დამატებით კამერას ეფლი გადაღებისას უფრო ხარისხიანი მიახლოებისთვის (zoom in) გამოიყენებს.
დიდი ალბათობით, დამატებითი კამერა მხოლოდ iPhone 7-ის "დიდ" მოდელს - iPhone 7 Plus-ს ექნება. თუმცა, კამერის განახლებას ჩვეულებრივ აიფონზეც ელოდებიან - სავარაუდოდ, სტანდარტული ზომის ტელეფონის კამერა ვიდეო-გადაღებისას გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქციას შეიძენს, რაც აქამდე მხოლოდ Plus მოდელებში იყო ხელმისაწვდომი.
32GB-იანი საწყისი მოდელი
უკვე წლებია, რაც მომხმარებლები ამ სიახლეს ელიან. კომპანიის დაჟინებას, ტელეფონის საწყისი, ყველაზე იაფიანი მოდელი კვლავ 16GB-იანი იყოს, ეფლის ყველაზე გამოცდილი ფანებიც კი ვერ ამართლებენ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს მიდგომა საბოლოოდ იცვლება. ელოდებიან, რომ წელს ეფლი მოცულობის მიხედვით მოდელებს გააორმაგებს. ანუ, ყველაზე იაფიანი, საწყისი მოდელი 16-ის ნაცვლად 32 გიგაბაიტიანი იქნება. მას კი 128 და 256 გიგაბაიტიანი მოდელები მოჰყვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, მომხმარებლების გაზრდილ მადას, ახალ-ახალ თამაშებს, ფოტოების და HD-ვიდეოების უთვალავ რაოდენობას, დიდი მეხსიერება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხმები გამართლდა და ახალ აიფონს 4K ხარისხის ვიდეოს გადაღება 60 კადრი/წამში სიჩქარით შეეძლება.
Home ღილაკი ღილაკის გარეშე
გავრცელებული ხმებით, ახალ iPhone-ს მისი ერთ-ერთი უცვლელი ელემენტი - Home ღილაკი ეცვლება. სავარაუდოდ, მას "ვირტუალური" ღილაკი შეცვლის, რომელიც შეხებით იგრძნობს დაჭერას და რეალურად არ "ჩაეჭირება". შეხებისას, წკაპუნის ხმას კი სპეციალური haptic-მოდული გამოსცემს. ამ ხრიკს ეფლი აქტიურად იყენებს ბოლო პერიოდში. მაგალითად, უკანასკნელი Macbook-ის touchpad-ზე კლიკისას რეალურად არაფერს ეკლიკება, ფიზიკური ნაწილი არ მოძრაობს, მაგრამ მომხმარებლის თითი მიკრო-ვიბრაციას გრძნობს და წკაპუნის ხმა გამოიცემა.
ნამდვილი შავი ფერი
iPhone 7-ის Sim-ის ჩასადები უჯრები
ფოტო: Mac Otakara
ბევრისთვის, შესაძლოა მხოლოდ ეს იყოს ახალი iPhone-ის შეძენის გადამწყვეტი ფაქტორი. iPhone 5-ის შემდეგ ამ სმარტფონს რეალური შავი ფერი არ ღირსებია. ეფლის ე.წ. Space black ყველასთვის რუხი მეტალი იყო და შავთან საერთო არაფერი ჰქონდა. როგორც ჩანს, წელს კომპანია უბრუნდება კლასიკურ შავს და სტანდარტულ ზედაპირს კიდევ ერთ არჩევანს - პრიალა შავს უმატებს (რომელსაც ზოგი წყაროთი Piano black-ს ეწოდება). ზედა ფოტოზე, რომელიც იაპონურმა Mac Otakara-მ მოიპოვა, ქარხნიდან გამოჟონილი Sim-ის ჩასადებები ჩანს, სხვადასხვა ფერის ტელეფონისთვის, საიდანაც ფერების გარჩევა კარგად შეიძლება.
და სხვა ჭორები: წელსაც, ბევრი ჭორი, სავარაუდოდ, არ გამართლდება. მათ შორისაა ლეგენდები, რომ ეფლი ახალი აიფონისთვის ორ-სიმიან მოდელზე მოდელზე მუშაობდა. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლურჯი ფერის ან უსადენო დატენვის მქონე მოდელი გამოვიდეს.
გარდა iPhone 7-სა, დღევანდელ პრეზენტაციაზე Apple Watch-ის განახლებასაც ელოდებიან. კომპანიას საკუთარი პროდუქციის კიდევ ბევრი ხაზი აქვს გასანახლებელი - მათ შორის, Macbook Pro-ების სერია. თუმცა, ახალი ლეპტოპების წარდგენას დღეს ნაკლებად ვარაუდობენ.
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
დისკუსია: აპირებთ iPhone 7-ის ყიდვას?