0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარტნიორის კონტენტი
ტესტი: გაივლიდი თუ ვერა ყველაზე რთულ გასაუბრებას?
მეცნიერები ხშირად სწორად აღნიშნავენ ხოლმე, რომ გასაუბრების ეტაპი არა უშუალოდ ინტერვიუს დროს, არამედ დილით გაღვიძებისას იწყება. სანამ კომპანიაში მივალთ და სასურველი სამსხურის მისაღებად კითხვებზე გავცემთ პასუხს, მანამდე მთელი რიგი ეტაპებია გასავლელი, თუმცა ყველაზე მთავარი სტრესთან გამკლავებაა.
შეავსეთ ჩვენი ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად გაივლიდით გასაუბრებას ყველაზე პრეტენზიულ HR-თან.
წარმოიდგინე, მიდიხარ გასაუბრებაზე და გზაში ტანსაცმელზე ყავა გადაისხი, რას იზამ?
ახლა ეს წარმოიდგინე: მიდიხარ გასაუბრებაზე და მოულოდნელად დიდ საცობში აღმოჩნდი, რის გამოც გაგვიანდება. რას იზამ?
- თუ ვეღარ ვასწრებ, დაგვიანებით მისვლას სახლში დაბრუნებას ვამჯობინებდი. რაცაა ეგაა, სხვა დროს ვცდი.
- არ ვინერვიულებდი, ქართველები ისედაც ყველგან ვაგვიანებთ
- დავურეკავდი ინტერვიუერს და ბოდიშის მოხდის შემდეგ ვკითხავდი, მიმიღებდა თუ არა
- არ ვინერვიულებდი და რამე ისტორიას მოვიგონებდი, მაგალითად ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებას
ისე, გასაუბრებისთვის როგორ ტანისამოსს შეარჩევდი?
წარმოიდგინე, რომ შუა გასაუბრებისას ტელეფონმა დაგირეკა. რას იზამ?
გასაუბრებაზე აუცილებლად გკითხავენ: რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობის დაწყება? შენი პასუხია:
- ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კარგი კომპანია ხართ და ვიფიქრე, გავაგზავნი-მეთქი
- სიმართლე გითხრათ, ფული მჭირდება
- ყურადღებით გავეცანი თქვენი კომპანიის საქმიანობას და ვფიქრობ, რომ ჩემი უნარები ძალიან გამოგადგებათ და ეს სამსახური ჩემს განვითარებასაც ხელს შეუწყობს.
- ვცდილობ, ახალ-ახალ სფეროში მოვსინჯო ჩემი თავი
ასევე გკითხავენ: რატომ გსურს შენი ამჟამინდელი სამსახურიდან წამოსვლა?
- ჩემი უფროსი რომ ნანახი გყავდეთ, ამ კითხვას არ დამისვამდით
- ნორმალური ადგილია, მაგრამ ერთფეროვნება მომბეზრდა
- ახლა არსად ვმუშაობ, მაგრამ წინა სამსახურიდან იმიტომ წამოვედი, რომ ჩემთვის საინტერესო არ იყო რასაც ვაკეთებდი
- ვფიქრობ, ჩემთვის უკეთესი იქნება ახალი გამოწვევების მიღება და საკუთარ განვითარებაზე ფიქრი, რასაც თქვენს კომპანიაში უკეთ შევძლებ
ყავას / ჩაის / წყალს ხომ არ მიირთმევთ?
ინტერვიუერმა ისეთი რამ გკითხა, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, რას იზამ?
- ვიტყვი, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს
- ვიტყვი, რომ ამ საკითხში ვერ ვერკვევი, მაგრამ მზად ვარ, შევისწავლო
- ვეტყვი, რომ პასუხის მოსაფიქრებლად დრო მჭირდება და თუ შეიძლება, ცოტა ხანში დავუბრუნდეთ ამ საკითხს
- ვეტყვი, რომ ასეთ კითხვას არ ველოდი და დავიწყებ ზოგად საუბარს, რათა უცოდინარის შთაბეჭდილება არდავტოვო
კომენტარები