10 ყველაზე ფერადი ადგილი დედამიწაზე
რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანი თანხმდება, რომ საქართველოს ბუნებას სხვა ქვეყნის სამოთხეები ვერ შეედრება და ჩვენს სალ კლდეებს არაფრის დიდებით გავცვლით უცხო წალკოტებზე.
ის ლეგენდაც გვახსოვს, როგორ მოსეირნობდა ღმერთი დედამიწაზე, კავკასიონს მთას როგორ წამოკრა ფეხი და როგორ გადმოუცვივდა ხურჯინიდან მთები, ველები, მდინარეები, უდაბნოები და პლასტმასის ბოთლები და საზამთროს ქერქები საქართველოს ტერიტორიაზე.
მაგრამ როგორც მეცნიერებმა და მითების შემსწავლელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, ფეხის წამოკვრის მომენტში, ხურჯინის რხევის ამპლიტუდა იმდენად დიდი იყო, რომ კიდევ 10 სხვა ადგილას მიიყარ-მოიყარა კარგი რაღაც-რუღაცები.
ჰოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ 10 ყველაზე ფერად ადგილს დედამიწაზე:
1. ლავანდების ველები, საფრანგეთი
2. წითელი კრისტალის მდინარე, კოლუმბია
3. ვარდისფერი ტბა ჰილიერი, ავსტრალია
4. ტიტების ველი, ჰოლანდია
5. დიდი ბარეირული რიფი, ავსტრალია
6. კანოლას მინდვები, ლუპინი, ჩინეთი
7. უტარახანდის ნაკრძალი, ინდოეთი
8. ჩურეიტოს პაგოდა, ალუბლები და ფუძიამა, იაპონია
9. ტბა ნატრონი, ტანზანია
10. ანტილოპას კანიონი, არიზონა, აშშ
და მაინც, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო!
კომენტარები