შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით, არასრულწლოვანი — 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4 ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.