ევროკავშირსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო გზების განვითარებისათვის დიალოგი დაიწყება
თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოვიდა საპატიო სტუმრად მოწვეული ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის წლიური გამოცემის, "მსოფლიო 2019"-ის ეგიდით იმართება, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ამგვარი ურთიერთობების საწინდარი ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა.
"ამის მიზანი იყო როგორც პოლიტიკური დაახლოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, საერთო ვაჭრობაში 30%-იანი წილით. ჩვენ ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ვუწევთ ქვეყანას და ჩვენი ბანკი - ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მხარდამჭერია, უმთავრესად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით", - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი მობილურობა და ტრანსპორტია.
"ტრანსპორტი და სატრანსპორტო ხაზები ჩვენი ეკონომიკების განვითარების უმთავრესი ფაქტორებია. ამ კავშირის არსებობა არამხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას აღრმავებს, არამედ, ასევე, ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩემი აზრით, წინა წელს ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი, როდესაც ევროპიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოვიდა."
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან იწყებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მისასალმებელი სიტყვების დასრულებისთანავე, მე და ჩემი კოლეგა, გიორგი ქობულია დავიწყებთ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით. ასეთ დიალოგს ევროკავშირი იმ ქვეყნებთან აწარმოებს, სადაც აშკარაა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ინტერესი", - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომ სწრაფი ზრდა ასევე ახალ გამოწვევებს წარმოშობს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება.
„სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირის ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით, როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილია სტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ კავშირების დადგენაზე, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფს უკეთეს კავშირს ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მისი მონაწილეობით ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომა გაიმართება.
აღნიშნული დიალოგი საქართველოსთან პირველად ტარდება.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
კომენტარები