სამთავრობო PR-ები რუსული მაიონეზის რეკლამაში
ფოტო: ჟურნალი სითი
თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და შემოსავლების სამსახურის PR-ის სამსახურის უფროსები რუსული მაიონეზის, სლობოდას რეკლამაში მონაწილეობდნენ. ჟურნალმა სითიმ რეკლამა ფეისბუქიდან და ვებგვერდიდან მოქალაქეთა უკმაყოფილო კომენტარების დაწერის შემდეგ წაშალა.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო თოლორდავას თქმით, მან გადაღების დროს გაიგო, რომ მაიონეზის რეკლამაში იღებდა მონაწილეობას. მაიონეზი უკრაინული ეგონა. ის ამბობს, რომ "რუსულ პროდუქტს არც კი ყიდულობს".
"მე არ მინდოდა მაიონეზის რეკლამაში მონაწილეობა", — ამბობს On.ge-სთან საუბრისას ნინო თოლორდავა, მაგრამ არ პასუხობს კითხვას, დათანხმდა თუ არა რეკლამაში მონაწილეობას მეგობრის გამო.
"მეგობრის ხათრით? — რა საოცარ შეკითხვას სვამთ", — თქვა მან და შეხვედრაზე შესვლის მიზეზით საუბარი შეწყვიტა.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსს, ხატია მოისწრაფიშვილს ამ საკითხზე საუბარი არ სურს, მოქმედი პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ჟურნალ სითის რედაქტორი და დამფუძნებელი, ეკა ხოფერია ამბობს, რომ სლობოდა იმ რუბრიკის სპონსორი იყო, რომელშიც სახელმწიფო უწყებების PR-ები მონაწილეობდნენ.
"ინფორმირებულები იყვნენ, რომ ეს იყო წინასაახალწლო რუბრიკა. არავისთვის არ მოგვიტყუებია, თუმცა ეს არ იყო რეკლამა, ეს იყო Product placement ("პროდუქტის განთავსება"). ალბათ, სჯობდა, რომ, მათი სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეგვეკავებინა, გადაგვეღო ეს გმირები", — ამბობს ხოფერია.
ეკა ხოფერიამ არ უპასუხა სლობოდასთან რეკლამის წაშლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ კითხვებს. მას შემდეგ კი რაც გაიგო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მასალაშიც აისახებოდა, თქვა: "რაც გინდათ, ის დაწერეთ".
ხოფერიასთან საუბრის შემდეგ სლობოდას სადისტრუბუციო კომპანიამ GDM-მა ამ საკითხზე პოზიცის დაფიქსირების სურვილი გამოთქვა. ამის მიუხედავად კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, დავით ფირანიშვილმა თქვა, რომ ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"მე მითხრეს ასეთი რაღაცა, რომ ნეტგაზეთში რაც ეწერა, მსგავსი რაღაცის დაწერას აპირებს On.ge-ო. მაინტერესებდა, უბრალოდ, რა, ის [მასალა] იყო", — ასე ახსნა მან On.ge-სთან კომუნიკაციის სურვილი.
კითხვაზე, რის გამო წაიშალა სლობოდას რეკლამა ჟურნალ სითის ფეისბუქიდან და ვებგვერდიდან, პასუხობს, რომ "დეტალები არ იცის".
-
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა
გადახედვა
-
ჯივიპიმ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა ჯივიპიმ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა
-
ჯასტინ ბალდონისთან სამართლებრივი დავის შემდეგ, ბლეიკ ლაივლის კარიერა საფრთხეშია ჯასტინ ბალდონისთან სამართლებრივი დავის შემდეგ, ბლეიკ ლაივლის კარიერა საფრთხეშია
გადახედვა
-
განათლება, როგორც ადამიანის არსებობის ფუნდამენტი | გია დვალი, პროფესორი, დირექტორი ფიზიკის მაქს პლანკის ინსტიტუტში განათლება, როგორც ადამიანის არსებობის ფუნდამენტი | გია დვალი, პროფესორი, დირექტორი ფიზიკის მაქს პლანკის ინსტიტუტში
-
"გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენით კონსტიტუცია დაარღვია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენით კონსტიტუცია დაარღვია
გადახედვა
-
PSP-ს კამპანიის — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა PSP-ს კამპანიის — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
-
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
-
რადიო თავისუფლება: თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ახალგორელი თამაზ გოლოევია რადიო თავისუფლება: თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ახალგორელი თამაზ გოლოევია
გადახედვა
-
ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ქონება ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ქონება
გადახედვა
-
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის "სახიფათო" AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის "სახიფათო" AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
-
მეცნიერებმა "ყველაზე მომაკვდინებელი" კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია მეცნიერებმა "ყველაზე მომაკვდინებელი" კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
გადახედვა
-
ქანდას ბაღები — თანამედროვე აგრო პროექტი, რომელიც მდგრად განვითარებასა და ხარისხიან წარმოებაზეა ორიენტირებული ქანდას ბაღები — თანამედროვე აგრო პროექტი, რომელიც მდგრად განვითარებასა და ხარისხიან წარმოებაზეა ორიენტირებული
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს
გადახედვა
-
რატომ არის საათში 60 წუთი რატომ არის საათში 60 წუთი
გადახედვა
-
სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი სკუტ სკუტი — თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი
-
სუს: თანხის მითვისების ფაქტზე "ენგურჰესში" შემავალი "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს სუს: თანხის მითვისების ფაქტზე "ენგურჰესში" შემავალი "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა ნინო წილოსანი: ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა
გადახედვა
კომენტარები