ქანდას ბაღები — თანამედროვე აგრო პროექტი, რომელიც მდგრად განვითარებასა და ხარისხიან წარმოებაზეა ორიენტირებული
ფოტო: საქართველოს ბანკი
სოფელ ქანდაში ნუშისა და ხეხილის ბაღების გაშენების იდეა ტერიტორიის პოტენციალის შეფასების შედეგად გაჩნდა. ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი კლიმატი და თბილისთან სიახლოვე ქმნიდა საფუძველს თანამედროვე, ინტენსიური მებაღეობის განვითარებისა და გრძელვადიანი, მდგრადი აგრო პროექტის განხორციელებისთვის.
შპს ქანდა აგრიქალჩერის პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა აღნიშნავს:
„ქანდას ტერიტორია გამოირჩევა ნოყიერი ნიადაგით, ზომიერი კლიმატითა და წყალმომარაგებით, რაც იდეალურ პირობებს ქმნის სტაბილური და ხარისხიანი მოსავლისთვის. ამას ემატება თბილისთან სიახლოვე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ლოგისტიკასა და ბაზარზე წვდომას.“
კომპანია 2021 წლიდან აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 200 ჰექტარზე გაშენებულ აგრო პროექტია, რომლის 110 ჰექტარი უკვე ათვისებულია. ბაღები სამ ძირითად მიმართულებად არის დაყოფილი: 53 ჰექტარზე გაშენებულია სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღები, 15 ჰექტარზე — იტალიური ჯიშის მსხალი და ვაშლი, ხოლო 42 ჰექტარზე — ესპანური ჯიშის ხეხილი, მათ შორის ატამი, ბრტყელი ატამი, გარგარი, ბალი და ქლიავი.
თამარ ბერულავას თქმით, პროექტის განვითარება ეტაპობრივად და სტრატეგიულად მიმდინარეობდა:
„თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა არა უბრალოდ ბაღები, არამედ გრძელვადიანი, მდგრადი აგრო პროექტი, რომელიც ხარისხსა და ეფექტიანობაზე იქნებოდა ორიენტირებული.“
ასევე აღნიშნავს, რომ მოსავლის რეალიზაცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხდება, მათ შორის საცალო ქსელებსა და საბითუმო პარტნიორებთან, როგორებიცაა ნიკორა და აგროჰაბი.
ქანდას ბაღებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
“ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების პრეპარატებს, რომლებიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. მცენარეებს საჭირო ნივთიერებებს ვაწვდით ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, რაც ამცირებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას და ზრდის ეფექტიანობას.“ — თამარ ბერულავა.
პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გავლენა მხოლოდ აგროსექტორით არ შემოიფარგლება. ის ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ქმნის ექსპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
“პროექტის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე მრავალმხრივია, როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის ჭრილში. პირველ რიგში, იგი ხელს უწყობს ადგილობრივი აგროპროდუქციის, მათ შორის, ნუშისა და სხვადასხვა ხეხილის წარმოების ზრდას, რაც ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და აძლიერებს ქვეყნის აგროსექტორის მდგრადობას. ამასთანავე, სტანდარტიზებული და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქმნის ექსპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას და უზრუნველყოფს დამატებითი უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში“. — აღნიშნავს თამარი.
მისი თქმით, ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა მსგავსი მასშტაბის აგრო პროექტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
“ასეთი პროექტები მოითხოვს გრძელვადიან ხედვას, სტაბილურ ფინანსურ მხარდაჭერასა და რისკების მინიმიზაციას, რაც საბოლოოდ მის წარმატებასა და განვითარებას განსაზღვრავს”.
პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ბანკს, რომელიც კომპანიას როგორც ფინანსურად, ისე საკონსულტაციო მიმართულებით უჭერს მხარს.
“საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მხარს გვიჭერენ, როგორც ფინანსური, ისე საკონსულტაციო მიმართულებით. მათი გამოცდილება და რეკომენდაციები გვეხმარება როგორც ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში, რაც ხელს უწყობს ჩვენი საქმიანობის სტაბილურობასა და სწორ განვითარებას.“ — ამბობს თამარი.
სამომავლოდ, კომპანია, როგორც ადგილობრივი ბაზრის პოზიციების გამყარებას, ისე ექსპორტის გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზრების ეტაპობრივ ათვისებას გეგმავს.
“ჩვენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ, როგორც ხარისხიანი პროდუქციის საიმედო და კონკურენტუნარიანი მწარმოებელი და ეტაპობრივად გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა საერთაშორისო მიმართულებით. ადგილობრივ ბაზარზე დაგროვებული გამოცდილება და სტაბილური მოსავლიანობა გვაძლევს საშუალებას, გავაფართოოთ რეალიზაციის არეალი და შევიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.“ — აღნიშნავს თამარ ბერულავა.
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
კომენტარები