ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი განსაკუთრებული მასწავლებელი, რომელმაც მათში მუდმივი ძიების, აღმოჩენებისადმი სწრაფვისა და შემეცნების სურვილი გააღვივა და ერთგვარად, მათი ცხოვრებაც განსაზღვრა. ასეთი მასწავლებლების დავიწყება შეუძლებელია.
სწორედ იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეათედ ტარდება. საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, ამ ინიციატივაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მიზანი ასეთი პედაგოგების აღმოჩენა და მათი დამსახურების სათანადოდ აღნიშვნაა.
კონკურსის ისტორია
მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს საქართველოში უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ის 2016 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია, ინიციატივა განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეულ მასწავლებლებს ავლენს.
როგორ არის შესაძლებელი კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და ცდილობს, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს. კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 25 მაისს დასრულდება.
ამისათვის, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ნომინირება გაუწიონ მასწავლებლებს ან თავად მასწავლებლებმა წარადგინონ აპლიკაცია ვებგვერდზე.
მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულებს შეარჩევს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური. მისი წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
რას გულისხმობს აპლიკაცია?
კონკურსზე რეგისტრაციის პროცესი თავად პედაგოგებისთვის ძალიან საინტერესოა. აპლიკაციაში მასწავლებლებს საკუთარი შრომისა და გამოცდილების შეფასება შეუძლიათ. ჟიურის განსაკუთრებით მასწავლებლის უნიკალური პერსპექტივა და მეთოდები აინტერესებს; მაგალითად, რა გამოწვევებია კონკრეტულ საგანმანათლებლო გარემოში და როგორ შეიძლება მათი დაძლევა. აპლიკაციის ეფექტურად შესავსებად, დეტალური რჩევებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი.
რა კრიტერიუმებით ხდება მასწავლებლების შერჩევა?
კონკურსში მასწავლებლების შერჩევა მრავალმხრივი შეფასების კრიტერიუმებით ხდება, მათ შორისაა:
- მოსწავლეების შედეგები;
- მიდგომებისა და მეთოდების ინოვაციურობა;
- ზოგადსაკაცობრიო და მოქალაქეობრივი ღირებულებების სწავლება;
- სამოქალაქო აქტივობა და აღიარება;
- პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
რაც შეეხება თავად კონკურსს, ის ოთხ ეტაპად ტარდება:
- ეტაპი I: აპლიკანტების ტექნიკური შემოწმება;
- ეტაპი II: კონკურსანტთა ათეულის შერჩევა;
- ეტაპი III: ფინალისტთა დასახელება;
- ეტაპი IV: ფინალი — რომელიც 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება და სწორედ აქ ხდება ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენა.
სხვის მიერ წარდგენა ხშირად გადამწყვეტი ბიძგია მასწავლებლისთვის, რომ კონკურსში ჩაერთოს. ასე რომ, ნომინირება საუკეთესო გზაა იმ გამორჩეული პროფესიონალების მხარდასაჭერად, რომელთა ყოველდღიური შრომაც ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახის კედლებში რჩება და ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდო The Global Teacher Prize-ის ნაწილია და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი — კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი — ალტე უნივერსიტეტი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები