გაიცანით ბიბლიოთეკის ფისო, რომელიც სტუდენტებს სტრესულ დღეებს უმსუბუქებს
ფოტო: SWNS
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფუმფულა ბინადარი სტუდენტებს სტრესულ დღეებში კომპანიონობას უწევს.
ჯეიმი ფიშვიკ-ფორდი ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კოლეჯის, ლედი მარგარეტ ჰოლის, ბიბლიოთეკარია. როცა ჯეიმიმ თავისი ფისო, იზამბარდ კიტენ ბრუნელი (იგივე, იზი) აიყვანა, მან მალევე დაიწყო იზის სამსახურში წაყვანა.
ფოტო: SWNS
მიუხედავად იმისა, რომ იზი დროის უმეტეს ნაწილს ჯეიმის კაბინეტში ატარებს, მან მალე მოიპოვა პოპულარობა უნივერსიტეტში. 43 წლის ჯეიმი ფისოს ხანდახან გარეთ უშვებს, რათა სტუდენტები მოეფერონ ან ცოტა "ივარჯიშოს" და ხეებზე იძრომიალოს.
როცა იზი კამპუსში პირველად გამოჩნდა, ლედი მარგარეტ ჰოლი ძაღლების მოყვარული კოლეჯი იყო.
"ჩვენს გერბზე ორი ძაღლია გამოსახული, რადგან კოლეჯი ეპისკოპოსმა ტალბოტმა დააარსა, 'ტალბოტი' კი შუა საუკუნეების სანადირო ძაღლის ჯიშია" — ამბობს ფიშვიკ-ფორდი — "კოლეჯის დირექტორს, ალან რასბრიჯერს, ორი ძაღლი ჰყავდა, პერსონალის ნაწილსაც დაჰყავდა ძაღლები კოლეჯში. არსებობდა წესი, რომელიც სამსახურში ძაღლის მოყვანის ნებას გრთავდა, თუ ის ძირითადად შენს კაბინეტში იქნებოდა. მე კატები მირჩევნია, ამიტომ გადავწყვიტე, ძაღლის ნაცვლად კატა მომეყვანა".
როგორც ჯეიმი ამბობს, იზი ნამდვილი ნუგეში გახდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის პერიოდში საკუთარი შინაური ცხოველებისაგან შორს ყოფნა უწევთ და ისინი ენატრებათ. ფიშვიკ-ფორდის თქმით, ფისო ძალიან ემპათიურია და არაოფიციალურად თერაპევტი ცხოველის როლსაც კი ასრულებს.
"სახლიდან და იმ ცხოველებისგან შორს ყოფნა, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარე, ძალიან რთულია. თანაც, მშობლებთან დარეკვა, როცა მოგენატრებიან, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კატებთან, — თქვა მან.
ჯეიმის თქმით, იზი ყოველთვის მეგობრული და მშვიდია, თუმცა, როცა ვინმე მოწყენილია ან ტირის, კიდევ უფრო მეტი სითბოთი გამოირჩევა.
ფოტო: SWNS
აღსანიშნავია, რომ იზი კამპუსს გარეთაც არანაკლებ პოპულარობით სარგებლობს. ავტობუსში ის სხვა მგზავრებისგან ყურადღებას ელოდება და მანამ კნავის, სანამ თავისას არ მიაღწევს.
"ბევრ კოლეჯს ჰყავს ცხოველები, მაგრამ ბიბლიოთეკის კატა — არავის. იზის უკვე აქვს იმ კოლეჯების გრძელი სია, რომლებსაც მომავალ სემესტრში უნდა ესტუმროს, ასე რომ მისი განრიგი ამჟამად ძალიან გადატვირთულია".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები