საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. უწყების განმარტებით, აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3,1 კგ ნარკოტიკული საშუალება კოკაინი და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე ჰეროინი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდნენ და ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს. ამ საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.