საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო, თიბისი რაგბის სერიების ტესტ-მატჩში ტონგა 20:9 დაამარცხა.

ორი წარმატებული ჯარიმის შემდეგ მატჩიტონგელების სასარგებლოდ დაიწყო 0:6.

საქართველოს ნაკრების სასარგებლო ოთარ გიორგაძემ შეხვედრის 25-ე წუთზე პირველი ლელო დადო, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ 7:6 დასრულდა.

თამაშის მიწურულს კი ზურაბ ჟვანიამ ლელო დადო და აბჟანდაძემ წარმატებით გარდასახა. საბოლოოდ მატჩი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ 20:9 დასრულდა.

ბორჯღალოსნების ტონგელებს მეშვიდედ შეხვდნენ და დაამარცხეს, წინა ექვსი თამაშიდან კი საქართველოს ნაკრებმა 2 მოიგო, ხოლო 4 წააგო.