ქართული კალათბურთის გზა პირველ მსოფლიო ჩემპიონატამდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
შეიძლება არ იცოდე, მაგრამ საქართველოში საკმაოდ დიდი საკალათბურთო ტრადიცია არსებობს. იმდენად დიდიც კი, რომ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. სწორედ ამიტომ, ვეცდებით მაქსიმალურად მოკლედ და საინტერესოდ გიამბოთ იმ გზის შესახებ, რომელიც ქართულმა კალათბურთმა პირველ მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიარა.
მიჩნეულია, რომ საქართველოში კალათბურთი 1922 წელს შემოვიდა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჭელიძემ პირველი ფარი დაამონტაჟა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გასულ წელს, ქართული კალათბურთის ასი წლის იუბილეც აღინიშნა. პირველი საკალათბურთო მოედანი მუშფაკის ეზოში, ახლანდელი უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მოეწყო და პირველი ოფიციალური მატჩიც სწორედ აქ შედგა. ამის შემდეგ მოვლენები ქართული კალათბურთისთვის საინტერესოდ განვითარდა.
მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები:
- 1924 წელს თბილისის რკინიგზელთა გუნდი პირველი საერთაშორისო მატჩის გასამართად ბაქოში ჩავიდა
- 1925 წელს თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა
- 1927 წლიდან საქართველოში ქალთა საკალათბურთო გუნდებიც გამოჩნდნენ
- 1934 წელს ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, რომელიც თბილისის სახელით გამოდიოდა, პირველად ითამაშა საკავშირო პირველობაზე. ერთი წლის შემდეგ ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ
- 1937 წლიდან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ქვეყნის კლუბები გამოჩნდნენ და სწორედ ამ დროს დინამომ პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ გათამაშებაში
ფოტო: proballers.com
ქართული კალათბურთისთვის გამორჩეული გუნდი მუდმივად იყო დინამო თბილისი. გუნდმა სსრკ-ის ჩემპიონობა პირველად 1950 წელს იზეიმა, რაც ამის შემდეგ კიდევ სამჯერ განმეორდა. 1960-იან წლები კლუბისთვის ყველაზე გამორჩეული გამოდგა:
- 1960 წელს დინამო ჩემპიონთა თასის ვიცე ჩემპიონი გახდა
- 1962 წელს დინამომ ჩემპიონთა თასი მოიგო. ფინალში რეალი შვიდი ქულის სხვაობით დაამარცხა 90:83
- 1968 წელს 14-წლიანი პაუზის შემდეგ დინამომ მეოთხედ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
- 1969 წელს დინამო საპორტას თასის ფინალში გავიდა და სლავიასთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, 1991 წელს დინამო საქართველოს ჩემპიონატის პირველი გამარჯვებულიც გახდა
ფოტო: bridgemanimages.com
საკლუბო წარმატების გარდა, ქართველი კალათბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც გამოირჩეოდნენ და არაერთ მნიშვნელოვან ტურნირზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. მაგალითად, ოთარ ქორქიამ ევრობასკეტი სამჯერ მოიგო, 1952 წლის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ დერიუგინს ორი ევრობასკეტისა და ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული, ასევე ერთი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი აქვს. ზურაბ საკანდელიძე კი ოთხგზის ევროპის გამარჯვებული, 1967 წლის მსოფლიო და 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონია.
ფოტო: gbf.ge
სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 4 ივნისს ოფიციალურად დაარსდა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომელიც 1992 წელს FIBA-ს შეუერთდა. ამის შემდეგ ფედერაციის უმთავრეს მიზნად ეროვნული ნაკრების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა იყო. დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა მოხვედრა 2011 წლამდე ვერ შეძლო. 2011 წელს პირველად გავედით ევრობასკეტზე, 2021 წელს ვუმასპინძელთ კიდეც.
ფოტო: worldsport.ge
ქართული კალათბურთის განვითარებაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩვენი კალათბურთელების რიცხვი NBA-ში იზრდება. დღეს ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ორი ქართველია - გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქის ცენტრია, სანდრო მამუკელაშვილი კი სან ანტონიო სპერზში ასპარეზობს. პირველად ქართველი NBA-ში 1998 წლის დრაფტზე აირჩიეს, კერძოდ ვლადიმერ სტეფანია სიეტლ სუპერსონიქსმა. 2002 წელს ნიკა ცქიტიშვილი ტოპ 5 არჩევანში აღმოჩნდა, ის მეხუთე ნომრად დენვერ ნაგეთსმა აირჩია. შემდეგ იყო ორგზის NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია 2003 წლის დრაფტზე. 2004 წლის დრაფტზე ვიქტორ სანიკიძეც მოხვდა. 2012 წელს კი ჩვენი ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ფილადელფია 76ერსმა აირჩია.
ფოტო: 1tv.ge
ქართული კალათბურთის განვითარება სწორად მიმდინარეობს, რაც ლოგიკურად დაგვირგვინდა იმით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა. გუნდმა დაძაბული შესარჩევი ეტაპი გაიარა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო მატჩი, თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ, რომელიც ოთხქულიანი სხვაობით არ უნდა წაგვეგო და ასეც მოხდა. მსოფლიო ჩემპიონატიც წარმატებით დავიწყეთ, დავამარცხეთ კაბო ვერდე და ვენესუელა, მხოლოდ სლოვენიასთან დავმარცხდით, ქვეჯგუფიდან გასვლაც მოვახერხეთ და წინ, უფრო დიდი მიზნებისკენ მივიწევთ.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
კომენტარები