გიორგი ვაშაძე: ვალების ჩამოწერაზე პრემიერის დაპირების შესასრულებლად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაა საჭირო
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იმისთვის, რომ საბანკო ვალების განულებაზე პრემიერის დაპირება შესრულდეს, ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს. ვაშაძის თქმით, ოპოზიციას მსგავსი ინიციატივა და ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა დიდი ხანია აქვს.
"ჯერ კიდევ არ გვაქვს გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არჩევნებში და რამხელა ნაბიჯებზე უწევს ოცნებას წასვლა. თუ გვინდა, რომ, რაც დღეს იყო ნათქვამი, მართლა შესრულდეს, ამისთვის აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს... კარგია, რომ აღარ გვესმის ივანიშვილის მხრიდან, რომ ყველამ უნდა ავიყვანოთ პირადი ბანკირი და ცოტა ფიქრი დაიწყეს იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს", — აღნიშნა ვაშაძემ.
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა "შავ სიაში" მყოფ 600 000 ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს. ცვლილება ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანებას შეეხება.
გუშინ, 18 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული ოცნების შტაბში, ჭარბვალიანობის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უპასუხა. კალაძემ საქართველოს მთავრობის "მასშტაბურ გადაწყვეტილება" დააანონსა და პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას "შავი სიიდან" მოქალაქეების ამოღებაზე კლოუნადა უწოდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩაინიშნა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობდა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახდა. ამის შემდეგ უმრავლესობამ და მთავრობამ დაშვებულ შეცდომებზე დაიწყო საუბარი, პარტიის თავმჯდომარემ კი "შეცდომების გამოსასწორებლად" მოქალაქეებისგან ერთწლიანი ვადა ითხოვა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები