ქართული ოცნება: ემიგრანტებს ენმ საკონსულოს სახელით სთხოვს ქართულ ოცნებას მისცენ ხმა
ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია
ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას საზღვარგარეთ ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ, დღეს, 10 ნოემბერს შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ენმ საკონსულოს სახელით სთხოვს, ქართულ ოცნებას მისცენ ხმა, რათა შემდეგ ამით სპეკულაცია შეძლონ.
დღესვე გამართულ ბრიფინგზე, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მმართველი გუნდის ბრალდებას "არაადეკვატური" უწოდა.
"მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ნაციონალურ მოძრაობას შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები ე.წ. მიკრო შტაბები, რომელთა მეშვეობითაც, საკონსულოებსა და საელჩოების სახელით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებიან, მიზანმიმართულად ატყუებენ და ქართული ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, თუ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან", — ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოფიო ქაცარავა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აღრიცხვაზე დადგომის მოტივით მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ფეიქ გვერდების საშუალებით, ამ და სხვა ტიპის ინფორმაციის შემცველ ცნობებს ავრცელებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, ამით ქართული ოცნება ცდილობს გაამართლოს ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე წააგო:
"მე მართლა წარმომიდგენია, რომ მეორე ტურში რომ გავიმარჯვებთ, ქართული ოცნება რუსთაველზე გამოვა და მიტინგს მოაწყობს იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააყალბა არჩევნებიო. ახლა უნდათ გაამართლონ ის, თუ რატომ წააგო თავის სამშობლოში საარჩევნო უბანი სალომე ზურაბიშვილმა... საკონსულოებიც მათია, კომისიებიც მათია, საარჩევნო უბნებიც მათია, ბიულეტინებსაც ისინი ბეჭდავენ, მაგრამ წააგეს".
არჩევნების მეორე ტური
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.
შედეგები ასე გადანაწილდა:
- სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
- გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
- დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
- შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
- ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
- დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები