კაცებს, რომლებიც მამად გახდომამდე ვარჯიშობდნენ, უფრო ჯანმრთელი შვილები ჰყავთ
მშობლების გავლენა შვილებზე მათ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ჩვენ უკვე კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედის ჯანრმთელი კვება ჩვილის ჯანმრთელობისთვის, ასევე ვიცით რამდენად სახიფათოა მოწევა და ალკოჰოლის მიღება. ცნობილია, რომ მუცლად მყოფ ბავშვზე დადებით გავლენას ახდენს მუსიკაც.
ბავშვის ჯანმრთელობაზე დედის ქცევების გავლენა კარგად არის შესწავლილი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მამებზე. ხშირ შემთხვევებში, უშვილობა დედას ბრალდება ხოლმე, თუმცა ვიცით, რომ უშვილო წყვილების ნახევარში პრობლემა კაცშია.
ვექსნერის სამედიცინო ცენტრში მოღვაწე ფიზიოლოგი და უჯრედული ბიოლოგი კრისტინ სტენფორდი მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს, რომ მამები, ჩასახვამდე თუნდაც ერთი თვით ადრე ვარჯიშის შემთხვევაში, უფრო ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ.
კვლევაში თაგვების ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ჯგუფი ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს იღებდა, მეორეს კი უფრო დაბალანსებული კვების რაციონი ჰქონდა. პირველი ჯგუფის ფიზიკური აქტივობა შეზღუდული იყო და ისინი დროს ძირითადად პასიურად ატარებდნენ, მეორე ჯგუფს კი საკმაო რაოდენობის ფიზიკური აქტივობა უწევდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკურად აქტიური თაგვების შთამომავლობას გაუმჯობესებული გლუკოზის მეტაბოლიზმი, შემცირებული სხეულის წონა და ორგანიზმში ნაკლები ცხიმი ჰქონდათ.
ბევრად უფრო ცუდი შედეგი აჩვენა პასიური, მაღალცხიმიანი რაციონის მქონე თაგვების შთამომავლობამ.
საინტერესოა, რომ ფიზიკურმა ვარჯიშმა მათი შვილების გენების ექსპრესიაზე მოახდინა გავლენა.
"ჩვენ ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, შეიძლება თუ არა მივიღოთ კიდევ უფრო უკეთესი შედეგი, თუ ორივე მშობელი ივარჯიშებს. თუ ეს ასეა, ამ შედეგებს მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა ექნება", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ლორი გუდიარი.
თითქოს ახალი ამბავი არ არის, რომ ორსულობისას ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია, თუმცა მუცლად მყოფ ბავშვებზე ჩვენი გავლენის უდიდესი როლი უფრო და უფრო აშკარა ხდება.
მაგალითად, ადრეულ ასაკში განვითარებული დიაბეტი მუცლის მიკრობიომთან არის კავშირში, რომელზე გავლენაც იმ საკვებს აქვს, რომელსაც მიირთმევთ, ეს ყველაფერი კი თქვენს გენურ ექსპრესიაზე ახდენს გავლენას, რომელიც თქვენს შვილზეც მოქმედებს.
ახლახან ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა მიგვითითებს, რომ ძუძუთი კვება არამხოლოდ ბავშვებისთვის არის კარგი, არამედ ის დედის ორგანიზმში სიმსივნეების, დიაბეტისა და რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
აუცილებელია, რომ გარდა დედისა, მეცნიერებმა ისიც შეისწავლონ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს შვილის ჯანმრთელობაზე მამას.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული მითი, რომ მარიხუანის მოხმარება უშვილობას იწვევს, მეცნიერებმა უკვე უარყვეს. სამაგიეროდ ვიცით, რომ ჭარბწონიანობას შთამომავლობაზე უარყოფითი გავლენა აქვს.
"დადგენილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცებში ჭარბწონიანობა ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობას ამცირებს, მას ასევე უარყოფითი გავლენა აქვს სპერმის ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, რომ ჩასახვამდე თუნდაც ერთი თვის განმავლობაშ ივარჯიშონ, ამას შეიძლება მათ შვილებზე საოცრად კარგი გავლენა ჰქონდეს", - აცხადებს სტენფორდი.
რა თქმა უნდა, მშობლების კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ყოფნა პირველ რიგში მათთვისვეა მნიშვნელოვნი, ბავშვის გაჩენის შემდეგ მათ უამრავი უძილო ღამის, შეცვლილი დღის რეჟიმის და სტრესის გადატანა მოუწევთ. ვარჯიშის დაწყება ყოველთვის კარგი იდეაა და როგორც ჩანს, მას ჩვენზე და ჩვენს შთამომავლობაზე დადებითი გავლენის მოხდენა ცხოვრების ყველა ეტაპზე შეუძლია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები