უკანონო აგიტაცია, დისკრედიტაცია — რა პრობლემები იკვეთება წინასაარჩევნოდ TI-ის ანგარიშში
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველი ივნისიდან 20 ოქტომბრამდე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შალედურ ანგარიშში წერია, რომ განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი საკითხები:
- საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა;
- საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი;
- მაღალი თანამდებობის პირების მიერ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები.
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, იმ ადამიანთა სიები, რომლებიც საოლქო და საუბნო კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ, რამდენიმე შემთხვევაში წინასწარ გავრცელდა. არასამთავრობო აღნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, მმართველი პარტია წევრების შერჩევაში აქტიურ მონაწილეობას იღებდეს.
ორგანიზაცია წერს, რომ საარჩევნო კამპანიებში ძალადობის შემთხვევები თითქმის არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრებზე ხშირად გვხვდებოდა ოპოზიციის მიერ კონტრაგიტაციის შემთხვევები. ამასთან, არასამთავრობო ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაუპირისპირდნენ.
ანგარიშში წერია, რომ შესაძლოა, პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე გახსნილად რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გადაფარვის მიზნით გამოაცხადა, რაც მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებულ ღია თავდასხმებს მიიჩნევს. ამის მიზეზად აღნიშნული ორგანიზაციების საარჩევნოდ დისკრედიტირება სახელდება. არასამთავრობოს მაგალითად მოჰყავს თეა წულუკიანის განცხადებები და ირაკლი კობახიძის შეფასებები, როცა მან "სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ფაქტობრივად, ფაშისტებთან გაათანაბრა".
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლებს კვლევების გაშუქების კუთხით კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. ორგანიზაცია კონკრეტულ პოლიტიკურ რეკლამებთან კომისიის პოზიციებს გაუგებრად მიიჩნევს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა, შეგნებულად იყო მიკერძოებული.
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მობილიზაციისა და მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულების შემთხვევები. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის შემთხვევებიც, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ორგანიზაციის პოზიციით, 2017 წლის შემდეგ საარჩევნო კომისიების ახალი წესით დაკომპლექტება მმართველ პარტიაზეა მორგებული და ამის მუშაობის შედეგები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გამოვლინდეს.
ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ანგარიშში წერია, რომ დაკვირვების პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევა არ გამოვლენილა და საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების მხრივაც განსაკუთრებით პრობლემური ტენდენცია არ ყოფილა.
რეკომენდაციები
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრისთვის კონკრეტულ უწყებებს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:
- ხელისუფლებამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისგან თავი უნდა შეიკავოს;
- უნდა დაიწყოს უწყებათაშორისი კომისიის რეფორმირების საკითხებზე დისკუსია;
- უნდა შემუშავდეს საარჩევნო კომისიის კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც თანამდებობებზე პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დანიშვნის შანსებს მინიმუმამდე დაიყვანს;
- საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან თავი უნდა შეიკავონ;
- კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებები კანონის ჩარჩოებში უნდა მოაქციოს;
- პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის არ უნდა გამოიყენონ;
- უნდა დაიწყოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის საფუძვლიანი რეფორმირება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები