საქართველომ პატარკაციშვილის საქმის ჩანაწერების შესახებ ბრიტანულ პოლიციას არ აცნობა — OC Media
ფოტო: კადრი ვიდეოდან
საქართველომ ბრიტანულ პოლიციას იმ ჩანაწერების შესახებ არ აცნობა, რომლითაც პროკურატურამ 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა, წერს OC Media.
17 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2016 წელს ამოღებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით, რომელშიც 2007 წელს პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას განიხილავდნენ, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის ქალაქ სარიში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. OC Media-სთან საუბრისას სარის პოლიციამ განაცხადა, რომ საქართველოში გამოძიების შესახებ მედიიდან გაიგეს.
"სარის პოლიციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოძიებასთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ ეს ინფორმაცია ჩვენთვის გაეზიარებინათ".
მათივე თქმით, სარის პოლიციამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბიზნესმენი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. როგორც პროკურატურამ OC Media-ს უთხრა, მკვლელობის დაგეგმვა პატარკაციშვილის ფაქტობრივ გარდაცვალებასთან კავშირში არ არის:
"ეს ერთმანეთისგან განსხვავებული ორი საქმეა. ეს საქმე მკვლელობის მომზადებაზეა, რომელშიც ოთხ ადამიანს ადანაშაულებენ".
როგორც პროკურატურამ განაცხადა, ბრიტანულ მხარეს ახალ დოკუმენტებს მიაწოდებენ და თანამშრომლობა მათ შორის გაგრძელდება.
პროკურატურის ჩანაწერები
პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნეს რაშიც, 2007 წლის ფარული ჩანაწერები დაეხმარათ.
უწყების ინფორმაციით, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომელშიც ისმის, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული. ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს სამ პირს: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილ უფროსს, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილესა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობდა.
"საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს", — აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
კომენტარები