როგორ აღნიშნავს თბილისი თავის დღეობას
თბილისი თავის დღეობას, ტრადიციისამებრ, ყოველი ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას აღნიშნავს. თბილისობის დღესასწაულისთვის 6 და 7 ოქტომბერს დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში ღონისძიებებია დაგეგმილი, დაწყებული სპორტული სანახაობებით და დამთავრებული გასტრონომიული ფესტივალით. წელს ძირითადი ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკსა და ლეღვთახევში ჩატარდება.
რა თქმა უნდა, თბილისობისთვის მზადება დილიდან იწყება. სხვადასხვა სპორტული სანახაობა და ღონისძიება დედაენის ბაღში იყრის თავს. ბაღში შესვლისას ნარდის ჩემპიონატის მოთამაშეების მაგიდებს ნახავთ.
ტანმოვარჯიშეები არაერთ შთამბეჭდავ და საშიშ ილეთს წარმოგიდგენენ.
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
პატარა ძალოსნები კი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის რეკორდის მოხსნას ცდილობენ.
თბილისობას მუდამ ახლავს შემოდგომის ერთგვარი სურნელება, რადგან სეზონიდან გამომდინარე ყვავილებისა და ხილ-ბოსტნეულის არაერთ დახლს ნახავთ. წელსაც, წინა წლების მსგავსად, ყვავილების ფესტივალი ერთ-ერთ გამორჩეული და ფერადი სანახაობაა.
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
შეკრებილ სტუმრებს რიყის პარკში არაერთი გასართობი დახვდებათ.
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
მანქანებისა და რბოლის მოყვარულებს ორი დღის განმავლობაში სპეციალური გამოფენა ელოდებათ.
დღესასწაულის ყველაზე გემრიელი ნაწილი კი გასტრონომიული ფესტივალია: ქართული ტრადიციული კერძებითა და სასმელებით.
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
და, რა თქმა უნდა, ბავშვები...
კომენტარები