შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 1996 წელს დაბადებულმა პირმა დედა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დღეს, 29 სექტემბერს მოხდა.

შსს-ს განცხადებითვე, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.