38 ორგანიზაცია: არსებული ნარკოპოლიტიკა არის ტოტალიტარული სისტემის გადმონაშთი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სხვა ორგანიზაციებთან ერთად დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა საბჭოთა გადმონაშთია და მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს ემსახურება:
"მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან დაუყოვნებლივ დაიწყოს არსებული ნარკოპოლიტიკის და ძალადობრივი პოლიციური სისტემის რეფორმირების პროცესი, რომელიც, როგორც მინიმუმ, მოიცავს დრაკონული ნარკო კანონმდებლობის შეცვლას და ზრუნვის და დახმარების პროგრამების განსახორციელებლად რესურსების მნიშვნელოვან გაზრდას".
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ზეწოლაა.
ორგანიზაციები მოითხოვენ აღნიშნული ფაქტის უსწრაფეს და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას:
"შეძრწუნებულები ვართ იმ გარემოების გამო, რომ ახალგაზრდა ადამიანმა შესაძლოა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პოლიციელების მხრიდან გაუსაძლისი ზეწოლის, მუქარის და ძალადობის შედეგად. მის მიერ დატოვებულ წერილში აღწერილი ვითარება პირდაპირი ანარეკლია იმ რეპრესიული სისტემისა და გავრცელებული პოლიციური პრაქტიკისა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბდა.
არსებული ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ყველაზე მახინჯი გადმონაშთი, რომელიც მიმართულია მხოლოდ ადამიანების დევნასა და უსამართლო დასჯაზე და ექსკლუზიურად ემსახურება ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს - იქონიონ ადამიანების დაშინების და დაშანტაჟების მექანიზმი, რათა აიძულონ თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება".
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოში განხორციელებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა არის ირაციონალური და არაჰუმანური, ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას. მათივე თქმით, ქართულ "მკვლელ" ნარკოპოლიტიკას არ გააჩნია ანალოგი ცივილიზებულ სამყაროში:
"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ პოლიტიკით მიღებული რაიმე დადებითი შედეგების შესახებ. არსებობს მხოლოდ საპირისპირო გამოცდილება და ფაქტები, რომ იგი იწვევს ადამიანების კრიმინალიზაციას, ტანჯვას, სიკვდილს, და საზოგადოებაში ამკვიდრებს უსამართლო და ღირსების შემლახავი საჯარო პოლიტიკის განცდას".
ორგანიზაციების განცხადებით დემურ სტურუას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ პოლიციის კონკრეტულ თანამშრომელს, არამედ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას:
"საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მზად არის ხელისუფლებას წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში".
- ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GE-NPUD)
- თეთრი ხმაურის მოძრაობა
- 2 ივნისის მოძრაობა
- დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია
- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
- ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
- პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო (Ge-CAB)
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - (CTC)
- სამედიცინო ცენტრი „ურანტი"
- კლინიკა "ნეოგენი"
- ახალი ვექტორი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- თანადგომა
- ჰეპა პლიუსი
- რუბიკონი
- ნაბიჯი მომავლისკენ
- ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია აკესო
- ქსენონი
- კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
- რეალური ხალხი რეალური ხედვა
- პოზიტიური არჩევანი
- იმედი
- ფენიქსი 2009
- ჰერა XXl
- ახალი გზა
- გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP)
- ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
- საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი"
- დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და გაუვრცელებლობის ასოციაცია
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები