ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, მეგი სმიტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კინოს უბრუნდება.

სმიტის პირველი როლი 3-წლიანი პაუზის შემდეგ ვაიოლეტ კროულის პერსონაჟი იქნება, რომელსაც ის სერიალ Downton Abbey-ში ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის შემქმნელებმა, შოუს დასრულების შემდეგ ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა სმიტის დაბრუნების საკითხი.

კინოსურათზე მუშაობა უკვე დაიწყო და მას კინოკომპანია Focus Features იღებს.

ფილმის გადაღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკმაოდ მაღალრეიტინგული შოუ დასრულდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Downton Abbey 1981 წლის შემდეგ ყველაზე წარმატებული ბრიტანული კოსტიუმირებული ისტორიული დრამა გახდა, ხოლო 2011 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც კრიტიკოსთა მიერ ყველაზე აღიარებული ინგლისური სატალევიზიო შოუ.

მეგი სმიტისთვის ბოლო როლი 2015 წელს, The Lady in the Van-ში განსახიერებული პერსონაჟი იყო.