ილონ მასკი მთვარის გარშემო სამოგზაუროდ იაპონელი მილიარდერის, იუსაკუ მაეზავას გაშვებას გეგმავს.

მაეზავა 42 წლის კოლექციონერი და ბიზნესმენია, ის სავარაუდოდ პირველი მგზავრი გახდება, რომელიც SpaceX-ის ახალი რაკეტით მთვარეს შემოუფრენს. მაეზავამ განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ოცნება იყო.

მოგზაურობა SpaceX-ის ახალი რაკეტით, BFR-ით შესრულდება, რომელზეც კომპანია ამჟამად მუშაობს. გაფრენა 2023 წლისთვის იგეგმება, თუმცა მასკმა განაცხადა, რომ ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს. გამოცდილებით ვიცით, რომ SpaceX სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღებს ხშირად ცვლის.

ფოტო: Space

იუსაკუ მაეზავა გეგმავს, რომ მთვარეზე ექვს ხელოვანთან ერთად გაემგზავროს. დაბრუნების შემდეგ კი ისინი მთვარეზე მოგზაურობის თემაზე ხელოვნების ნიმუშებს შექმნიან.

მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ეს 1972 წლის შემდეგ მთვარეზე ადამიანის პირველი ვიზიტი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია რა დაუჯდა მაეზავას მთვარის ერთი ბილეთი.