დავით ბაქრაძე: სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას
პარტია ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას:
"მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალები დაუფარავად ემუქრებიან ფეხბურთელს, იმის გამო, რომ მან დაგმო ძალადობა და ადამიანებს შორის თანასწორობას დაუჭირა მხარი".
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს გურამ კაშიას უსაფრთხოება.
"საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებისა და ზიზღის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ოკუპანტ ძალას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დასუსტებით. ამიტომ, ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ აგრესიასა და ძალადობას", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
#გურამშენთანვართ კამპანიის ფარგლებში კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ნაკრების ფეხბურთელებმა, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართული სპორტის ქომაგებმაც.
კაშიას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია #გურამშენთანვართ მას შემდეგ დაიწო, რაც კაშიამ ვერიფიცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა.
ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია. ფეისბუქის მომხმარებლები კი მხარდასაჭერად ჩარჩოს იყენებენ. ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად დააკლიკეთ აქ.
გასული წლის ოქტომბერში, ფეისბუკზე კაშიას ფოტოს გამოჩნდა, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია. ფოტომ ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.
გურამ კაშიამ უეფასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს.
"ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდო მე გადმომცა. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, თუ რისი გწამს, ვინ გიყვარს და რას წარმოადგენ... მადლობა უეფას პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის გავაგრძელებ თანასწორობის უფლებების დაცვას", - ამბობს კაშია.
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
კომენტარები