ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ახალი გუბერნატორები - TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 20 აგვისტოს წარდგენილი შვიდი ახალი გუბერნატორიდან სამს - შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ, შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) კი ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.
შალვა კერესელიძე
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი
შალვა კერესელიძე 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
შალვა კერესელიძე, 2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ორ ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ასევე სახლს ქალაქ დუშეთში.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შალვა კერესელიძე არის შპს შაკოს მეწილე და დირექტორი. TI-ს განმარტებით, მას ეს ინფორმაცია დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ორგანიზაციის განმარტებით, შალვა კერესელიძემ, კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ კომპანიაში დირექტორის პოზიცია დანიშვნიდან 10 დღეში უნდა დათმოს, წილი კი მინდობით სხვა პირს გადასცეს.
შოთა რეხვიაშვილი
ქვემო ქართლის გუბერნატორი
შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი 1995-2013 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
შოთა რეხვიაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობენ მიწის სამ ნაკვეთს წავკისსა და ონში, ორ საცხოვრებელ და ერთ მშენებარე სახლს თბილისში.
კვლევის თანახმად, შოთა რეხვიაშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს აგროგორის 50 პროცენტიანი წილის მფლობელი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითების გარდა, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.
ბესიკ ამირანაშვილი
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი
ბესიკ ამირანაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ბესიკ ამირანაშვილი 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს მიწის ოთხ ნაკვეთსა და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ბინასა და ავტოფარეხს თბილისში.
გიორგი ხოჯევანიშვილი
შიდა ქართლის გუბერნატორი
გიორგი ხოჯევანიშვილს 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, შემდგომ კი კომპანია მაგთიკომში მუშაობდა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად შპს ჯეო ფრუტის დირექტორია, ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:
- შპს ფრუტ ექსპორტ კომპანი - 100%;
- შპს ჯი ენ კა გრუპი - 75%;
- შპს ჯეო ფრუტ პროდაქშენი - 50%;
- შპს ვესტს ლოჯისტიკს - 15%;
- შპს გაზლენდი - 100%;
- შპს დეკერს ჯორჯია - 20%;
- შპს მაქსიმუმი - 50%.
TI-ს განმარტებით, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისში. კანონმდებლობის თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშვნიდან 10 დღეში ვალდებულია გადადგეს „ჯეო ფრუტის” დირექტორობიდან3, წილები კი მინდობით სხვა პირებს გადასცეს.
შავლეგო ტაბატაძე
იმერეთის გუბერნატორი
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის პოზიციას იკავებდა.
კვლევის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი ფლობს მშენებარე ბინას ქალაქ თბილისში. შავლეგო ტაბატაძის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლში ხაშურში, არასაცხოვრებელი ფართი რუსთავში.
ალექსანდრე მოწერელია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:
- შპს ქაპ ჯორჯია - 49% წილის მფლობელი და დირექტორი;
- შპს ფირმა ჯორჯია - 50% წილის მფლობელი;
- შპს აერკომპანი - 16.34% წილის მფლობელი.
ასევე აღნიშნულია, რომ ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე ნასარაია შპს ქაპ ჯორჯიაში დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს.
ზურაბ ნასარაია
გურიის გუბერნატორი
ზურაბ ნასარაია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. TI-ის ინფორმაციით, ნასარაიამ 2016 წელს პარტიას ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 6 000 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ნასარაია ფლობს ბინას თბილისში.
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა







კომენტარები