რა სიხშირით უნდა გამოცვალოთ თეთრეული - მიკრობიოლოგის რჩევა
ჩვენ ცხოვრების მესამედზე მეტს ლოგინში ვატარებთ, ზუსტად ამის გამო ლოგინი ბატქერიებისა და სხვადასხვა სოკოვანი პათოგენებისთვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. დიდი ხნის განმავლობში გაურეცხავი თეთრეულის კი შესაძლოა სხვადასხვა დაავადებების წყარო გახდეს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი ფილიპე ტიერნო ამბობს, რომ თეთრეული კვირაში ერთხელ უნდა გაირეცხოს.
ადამიანის სხეული მხოლოდ ლოგინში წელიწადში დაახლოებით 100 ლიტრ ოფლს გამოყოფს. ხოლო თუ გარემოში საკმარისი სინესტე და სითბოა, სოკოების გასამრავლებლად ამაზე უკეთესი ადგილი ცოტა თუ არსებობს.
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1.5-დან 20 წლამდე ასაკის ბუმბულის და სხვა ხელოვნური მასალისგან დამზადებული ბალიშები გამოიკვლიეს და მის ზედაპირზე 4-დან 17-მდე სხვადასხვა სახეობის სოკო აღმოაჩინეს.
ჩვენი ლოგინის დაბინძურება მხოლოდ ჩვენი ორგანიზმის მიერ გამოყოფილი სითხეებით არ ხდება. ამ ყველაფერს ემატება ცხოველების ბეწვი, მტვერი, მიწა, ტკიპები, და ა.შ.
მეცნიერი ამბობს, რომ ერთი კვირა ამ ყველაფრის დიდი რაოდენობით დაგროვებისთვის სავსებით საკმარისია. ამან შეიძლება სხვადასხვა ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს, რადგან ლოგინში ყოფნისას ჩვენ ამ ყველაფერს მუდმივად ვსუნთქავთ.
როდესაც ჩვენ ხელი გვესვრება, ამის საკუთარი თვალით დანახვა ადვილია, მაგრამ ჩვენს ლოგინში მცხოვრები ბაქტერიები, სოკოები და სხვა ორგანიზმები თვალით დასანახად ზედმეტად პატარა ზომისანი არიან, მაგრამ ჩვენ მათი არსებობა არ უნდა დაგვავიწყდეს.
კომენტარები