ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ნულიდან იწყებენ და არ უშინდებიან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ყველსგან გამორჩეულები არიან. ალბათ ხშირად მოგისმენიათ ისეთი წარმატებული ადამიანების ისტორიები, რომლებმაც სიღარიბიდან დაიწყეს და საბოლოო ჯამში სამყაროში რაღაც შეცვალეს. ასეთ ადამიანებს მავერიკებს უწოდებენ.

მავერიკი არის ადამიანი, რომელსაც არ აშინებს საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და ნორმების დარღვევა, აქვს განსაკუთრებული იდეა და ბოლომდე სჯერა თავისი წარმატების. მაგალითისთვის, როდესაც ილონ მასკი Tesla-ს მანქანებსა და Falcon Heavy-ის რაკეტას ქმნიდა, ყველას ეგონა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო, თუმცა ის არ დანებებულა. ილონ მასკი ჭეშმარიტი მავერიკია. მთავარი ნიშანი, რაც მავერიკებს ახასიათებს, არის ის, რომ ისინი სხვებისთვის მისაბაძი მაგალითები ხდებიან.

უილიამ გრანტი

უილიამ გრანტი

ფოტო: grantswhisky.com

მავერიკების ისტორია მრავალ ასწლეულს ითვლის, თუმცა ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი უილიამ გრანტია. შოტლანდიის ქალაქ დაფთაუნში დაბადებული ბიზნესმენი ახალგაზრდობაში მეწაღე იყო და ფეხსაცმელების შემკეთებლად მუშაობდა, თუმცა მუდმივად ჰქონდა ოცნება, რომ ყოფილიყო წარმატებული ადამიანი. მოგვიანებით ის ბუღალტერი იყო, შემდეგ კი ვისკის მწარმოებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ეს ნაბიჯი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მან უილიამ გრანტის მომავალი შეცვალა. ვისკის კომპანიაში მან ოცი წელი გაატარა და რიგითი დასაქმებულიდან მენეჯერობამდე დაწინაურდა. ოცი წლის შემდეგ კი, კომპანია დატოვა და საკუთარი ბიზნესის შექმნა დაიწყო.

1886 წელს უილიამ გრანტმა თავის ცხრა შვილთან ერთად ააშენა ვისკის ქარხანა და წარმოების უნიკალური მეთოდით სრულიად ახალი ბრენდის ჩამოყალიბება დაიწყო. ასე შეიქმნა ძალიან ცნობილი ვისკი გლენფიდიხი (Glenfiddich). ეს სახელწოდება გრანტმა იმ ხეობის პატივსაცემად დაარქვა, სადაც დღეს ამ ბრენდის ქარხანაა განლაგებული. იმ დროიდან მოყოლებული, უილიამ გრანტის ოჯახმა დაიწყო ერთადერთი ნამდვილი ერთალაოიანი ვისკის წარმოება, რომლის მინიმალური დაძველება თორმეტი წელია.

შოტლანდია ვისკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მწარმოებელია და შესაბამისად, თავის დროზე, გლენფიდიხს ფეხის მოკიდება გაუჭირდა, თუმცა მისმა გემოვნურმა თვისებებმა და ხარისხმა ვისკის მოყვარულების ყურადღება მალე მიიპყრო. 1920 წლისთვის, გლენფიდიხი უკვე აშშ-ს ბაზარზე იყიდებოდა, რამაც ბრენდს არნახული წარმატება მოუტანა.

ჩარლზ გორდონი. უილიამ გრანტის სიძე, რომელიც კომპანიის პირველი გაყიდვების მენეჯერი იყო. მისი მოვალეობა კლიენტების პოვნა და მათთვის ვისკის მიყიდვა გახლდათ.

ჩარლზ გორდონი. უილიამ გრანტის სიძე, რომელიც კომპანიის პირველი გაყიდვების მენეჯერი იყო. მისი მოვალეობა კლიენტების პოვნა და მათთვის ვისკის მიყიდვა გახლდათ.

ფოტო: grantswhisky.com

უილიამ გრანტი რომ ნამდვილი მავერიკი იყო, ამას გლენფიდიხიც ადასტურებს. მას არ ეშინოდა არსებული წესრიგის დარღვევისა და დინების საწინააღმეგოდ ცურვის. იმ დროისთვის შოტლანდიაში ყველა კუპაჟირებულ (blended) ვისკის აწარმოებდა, გრანტმა კი ერთალაოიანი ვისკის წარმოება გადაწყვიტა. ეს სრულიად გიჟურ იდეად ჩანდა მაშინ, თუმცა რისკმა გაამართლა.

საუკუნე ნახევრის შემდეგ, გლენფიდიხი კვლავ გრანტების ოჯახის მფლობელობაშია და ეს ოჯახური ტრადიცია აგრძელებს განვითარებას. ამჟამად ეს ბრენდი 180 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოშიც. გლენფიდიხი სამი სახეობის ვისკის აწარმოებს, მათ შორის 12, 15 და 18 წლიანი დაძველებით. თითოეულ მათგანს 40-50 გრადუსამდე სიმკვრივე აქვს, რაც გლენფიდიხს სასიამოვნო დასალევს ხდის.

გლენფიდიხის წარმოების მეთოდი ყველაფრით გამორჩეულია სხვა დანარჩენისგან. მაგალითად, ვისკის წარმოების პროცესში აუცილებელია წყალთან გაზავება, რისთვისაც კომპანია მხოლოდ უნიკალური რობი დიუს წყალს იყენებს. წარმოიდგინეთ, ვისკი რომ საქართველოში მზადდებოდეს და მისთვის მხოლოდ ბახმაროს ან ბორჯომის წყაროს წყალს იყენებდნენ, ზუსტად ასეთი შემთხვევაა.

არ არის აუცილებელი, რომ მავერიკები მილიონერები ან მილიარდელები იყვნენ. ის შეიძლება იყოს ყველა, ვინც დოგმატურად არ აზროვნებს და არასოდეს ამბობს "ეს შეუძლებელია", - ალექსანდრ ივჩენკო

გარდა ამისა, გლენფიდიხს დისტილაციის რეზერვუარების განსხვავებული ფორმები და მეთოდები აქვს, რომელსაც თავად კომპანია ამზადებს. გამორჩეულია კასრების დამზადების მეთოდიც, რომელიც დაფთაუნში, თავად კომპანიის ქარხანაში მზადდება. საბოლოო ჯამში, დისტილატს, რომელსაც გლენფიდიხი ამზადებს, მინიმუმ 12 წლით აძველებენ, პრემიუმ ხარისხის ვისკის კი, 18 წლით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში, გლენფიდიხი ბაზრის ლიდერი გახდა და ერთალაოიანი ვისკების სახეობაში ყველაზე პოპულარულია. 2006-2008 წლებში კომპანიამ ყველა პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, რაც გლენფიდიხისთვის დიდი აღიარებაა.

როგორც უკვე გითხარით, გლენფიდიხი რამდენიმე წელია საქართველოშიც აქტიურად იყიდება და უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის დასტურია ისიც, რომ საქართველოს რამდენიმე დღის წინ გლენფიდიხის ოფიციალური წარმომადგენელი, ალექსანდრ ივჩენკოც ეწვია და ადგილობრივ მავერიკებთან შეხვედრა გამართა. ჩვენ მას შევხვდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ბატონო ალექსანდრ, გლენფიდიხი საქართველოს ბაზარზე ძალიან პოპულარული სასმელი გახდა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

გლენფიდიხი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე გახდა პოპულარული და ამის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, თუმცა მე მაინც სამ ძირითად ხაზს გამოვყოფდი. პირველ რიგში, გლენფიდიხი არის ხარისხის სიმბოლო. ადამიანებს მოსწონთ ის, რაც მათ ჭიქაში ასხია, ანუ სითხე, რომელიც ყველასგან გამოირჩევა. მეორე მიზეზი, არის რეპუტაცია. გლენფიდიხს მრავალი წლის განმავლობაში საუკეთესო რეპუტაცია შეექმნა, რაც ცხადია ძალიან ბევრს ნიშნავს. მესამე და ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გლენფიდიხი ინოვაციური ვისკია, რომელიც ყველა დამკვიდრებულ პრინციპს არღვევს და მუდმივად პროგრესირებს. ვფიქრობ, საქართველოშიც სწორედ ამ მიზეზების გამო გახდა პოპულარული.

კომპანია ღიად აცხადებს, რომ გლენფიდიხი ჭეშმარიტი მავერიკების ვისკია და მიიჩნევს, რომ ყველაზე ორიგინალური, წარმატებული და უშიშარი ადამიანები სწორედ გლენფიდიხს სვამენ. მოგვიყევით, რატომ ირჩევენ მავერიკები სწორედ გლენფიდიხს?

იმიტომ, რომ გლენფიდიხის შემქმნელი თავად იყო ერთ-ერთი მავერიკი, რომელიც ინოვაციებს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში არ უშინდებოდა. მავერიკები ყველაზე წინააღმდეგობრივი ადამიანები არიან, რომლესაც დოგმების დანგრევა უყვართ და სიახლეებს ქმნიან. სწორედ ამიტომ, ისინი ირჩევენ გლენფიდიხს, რადგან გრძნობენ ემოციურ და სულიერ კავშირს ხარისხთან და პროგრესთან.

შეგიძლიათ უკეთ აგვიხსნათ, ვინ არიან მავერიკები და რით გამოირჩევიან ისინი?

მავერიკებს ვეძახით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმულად არ აზროვნებენ. არ არის აუცილებელი, რომ მავერიკები მილიონერები ან მილიარდელები იყვნენ. მავერიკი შეიძლება იყოს ყველა, ვინც დოგმატურად არ აზროვნებს და არასოდეს ამბობს "ეს შეუძლებელია". ყველა ასეთი ადამიანი რაღაცას ცვლის - მწერლები, ფილოსოფოსები, მუსიკოსები, რეჟისორები და ბიზნესმენები. ყველანი, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, თუ სცდებიან საყოველთაოდ გავრცელებულ აზრებს და რაღაც ახალს ქმნიან, მავერიკები არიან. შესაძლოა ის, ვინც ახლა ამ პასუხს კითხულობს, მომავალი მავერიკი იყოს.

გლენფიდიხი საქართველოში არაერთ აქტივობას გეგმავს. ისინი ამბობენ, რომ ტრადიციულ მარკეტინგულ ხრიკებს არ ირჩევენ და სხვა კომპანიებს არაფერში ბაძავენ. ალექსანდრ ივჩენკო ამბობს, რომ გლენფიდიხს არ სჭირდება ადამიანების დარწმუნება ხარისხში, რადგან ყველა, ვინც ამ ვისკის გასინჯავს, თავად შეამჩნევს სხვაობას.

"ჩემი აზრით, ქართველებს მავერიკობის დიდი პოტენციალი აქვთ და ამას არაერთი წარმატებული ახალგაზრდის ისტორია ადასტურებს. მე რამდენიმე მათგანს ვიცნობ და ისინი სწორედ გლენფიდიხს ირჩევენ", - ამბობს ალექსანდრ ივჩენკო.

გლენფიდიხის წარმომადგენელმა საღამოს ვისკის მოყვარულებსა და ქართველ მავერიკებს უმაპსინძლა. შეხვედრაზე სტუმრებმა გლენფიდიხის 12, 15 და 18 წლიანი ვისკი დააგემოვნეს და მასპინძელისგან ბრენდის დაარსების ისტორიაც მოისმინეს.