თქვენი ძაღლი ვერ ხვდება, რომ დამნაშავეა
ძაღლები საცოდავ სახეებს ადამიანებთან კონფლიქტის ასარიდებლად იღებენ
2011 წელს Youtube-ზე დაიდო ვიდეო, რომელშიც სახლში მოსულ პატრონს კატის საჭმლის დაცარიელებული პარკი ხვდება. ამ ყველაფერში ეჭვმიტანილი კი მისი ორი ოთხფეხა მეგობრიდან ერთ-ერთი, ოქროსფერი რეტრივერი ან ყვითელი ლაბრადორია. ოქროსფერი რეტრივერი ოთახის შუაში ხალიჩაზე მშვიდად წევს და მისი სინდისიც სუფთა ჩანს. ყვითელი ლაბრადორი სახელად დენვერი კი კუთხეშია ჩაცუცქული, თავი აქვს დახრილი და ცახცახებს. ამ სცენის დანახვის შემდეგ ყველაფერი ნათელი იყო. პატრონმა დენვერი ჩადენილ დანაშაულში ამხილა და მას ოთახიდან გასვლა უბრძანა. ძაღლმა ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულა და ოთახიდან თავდახრილი გაიძურწა.
ვიდეო ძალიან მალე გავრცელდა და მან უამრავი ნახვა დააგროვა. მას შემდეგ "ძაღლების შერცხვენა" ძალიან პოპულარული გახდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ვიდეო დაიდო, სადაც თითქოს ჩანს თუ როგორ ნანობენ ძაღლები თავიანთ საქციელს. 2013 წელს დამნაშავე ძაღლების სურათების კრებული New York Times-ის ბესტსელერებშიც მოხვდა. დენვერის ვიდეომ კი 50 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
თუმცა თუ ძაღლების ექსპერტს ალექსანდრა ჰოროვიცს დავუჯერებთ მათ გამოხატულ ქცევას, რომელსაც ჩვენ სინანულად აღვიქვამთ სინამდვილეში ამ გრძნობასთან კავშირი არ აქვს. 2009 წელს მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც მან პატრონებს თხოვა, რომ მათ ოთახში რაიმე გემრიელი დაედოთ, თუმცა ძაღლებისთვის მისი შეჭმა აეკრძალათ. შემდეგ მან პატრონებს ოთახი დაატოვებინა და გემრიელი სასუსნავი ზოგ შემთხვევაში გადააგდო, ზოგჯერ კი ის ძაღლებს აჭამა. როდესაც პატრონები ოთახებში დაბრუნდნენ ალექსანდრამ მათ უთხრა, რომ ძაღლებმა სასუსნავი შეჭამეს, მიუხედავად იმისა მართლა მოხდა ეს თუ არა.
როდესაც პატრონებს ეგონათ, რომ მათმა ძაღლმა სასუსნავი შეჭამა ისინი ბრაზდებოდნენ და მათი ოთხფეხა მეგობრების საცოდავი და დამნაშავე სახეებიც არ აყოვნებდა. აღსანიშნავია, რომ ძაღლები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ უფრო მეტადაც კი გამოხატავდნენ სინანულის გრძნობას, ვიდრე ისინი, რომლებმაც სასუსნავი მართლა შეჭამეს. ეს მიუთითებს, რომ მათი გამოხატული ემოციები ნამდვილი სინანულის გრძნობისგან შორსაა. ძაღლები უბრალოდ ჩვენს გაბრაზებას გრძნობენ და ცდილობენ თავი შეგვაცოდონ, თუმცა ისინი ვერ იაზრებენ, რომ მათ რაიმე ცუდი გააკეთეს. 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ევოლუციის განმავლობაში ძაღლებს მსგავსი ქცევა ადამიანებთან კონფლიქტის ასარიდებლად ჩამოუყალიბდათ. ისტორიაში კი ასეთი კონფლიქტების კარგი მაგალითები გვაქვს. შუა საუკუნეებში ისეთი ძაღლების დასჯა, რომლებიც რაიმეს დააშავებდნენ, მაგალითად ადამიანს დაკბენდნენ რეგულარული პრაქტიკა იყო. დასჯის დონე თავისუფლების შეზღუდვით იწყებოდა და ზოგჯერ სიკვდილით მთავრდებოდა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები და ძაღლები უკვე ათი ათასობით წელია ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და გარკვეულწილად ჩვენ ევოლუციურადაც ერთმანეთს ვართ მორგებულნი. ძაღლებს ადამიანის ემოციების წაკითხვა ძალიან ადვილად შეუძლიათ, ისინი ჩვენი სხეულის ენის ექსპერტები არიან. საკმარისია ოთახში თუნდაც ჩუმად გაიაროთ და თქვენმა ძაღლმა უკვე ისიც იცის, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძეთ დღეს. ასევე მათ ჩვენი ემოციებით თამაშიც შეუძლიათ და ზუსტად იციან, თუ როგორი სახის მიღება და ყურების რა დონეზე ჩამოყრაა საჭირო, რომ თავი შეგვაცოდონ და მაგიდაზე დარჩენილი უკანასკნელი ხორცის ნაჭერიც გამოგვტყუონ.
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები