მსახიობმა მაიკლ ფასბინდერმა, შესაძლოა, სულ მალე ახალ ფილმში ჯულია რობერტსთან ერთად ითამაშოს. გადაწყვეტილება ჯერ მირებული არ არის, თუმცა ის აქტიურად განიხილება ფილმში Little Bee ერთ-ერთი როლის შემსრულებლად.

კინოსურათს სტუდია ამაზონი გადაიღებს, სიუჟეტი კი კრის კლეივის ბესტსელერ რომან The Other Hand-ს ეფუძნება.

ისტორია თავშესაფრის მაძიებელი ნიგერიელისა და ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის რედაქტორის, სარა ოროურკის გარშემო ვითარდება.

სარა და 14 წლის ნიგერიელი გოგო, ზედმეტსახელად პატარა ფუტკარი, ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან, თუმცა საზარელი ამბავი მათ ერთმანეთს დააშორებს. 2 წლის შემდეგ სარა და პატარა ფუტკარი ერთმანეთს კვლავ ხვდებიან და მთავარი ისტორიაც სწორედ აქედან იწყება.

ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა და მთავარ როლზე ნიკოლ კიდმანიც დაამტკიცეს, თუმცა საბოლოოდ პროდიუსერების გადაწყვეტილებით როლი რობერტსმა მიიღო.