ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, პარკში ძმამ და დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. ქალის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.