წულუკიანი: ქვეყანას მართავს ქართული ოცნება, პრემიერის ცვლილებით პოლიტიკური კურსი არ იცვლება
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქვეყანას მართავს ქართული ოცნების მმართველი პარტია, ხოლო პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით პოლიტიკური კურსი არ იცვლება.
"მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა".
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა დასრულდეს "მასკარადის" პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, ხოლო რა პრინციპებით ირჩევიან საზოგადოებისთვისა და უცხოელი პარტნიორებისთვის უცნობია.
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მესამე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა არსებულ მთავრობას დააკისრა ვალდებულება ახალი მთავრობის არჩევამდე თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამის შემდეგ, შვიდი დღის განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა შესთავაზოს, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.
ასევე შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც.
ამის შემდეგ, კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები