მირზა სუბელიანი: ჩემთან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი არ ყოფილა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ექსკლუზიური ინტრევიუ მისცა.
მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ საქართველოშია და მზად არის თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, მზად არის, ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს.
"გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი შსს-ში. შესაბამის დეტალებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ მიდის გამოძიება. რაც შეეხება იმ კითხვებს, რომელიც არის ჩემ მიმართ, მზად ვარ, ვუპასუხო აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, ეს საპარლამენტო კომისიის ფორმატში იქნება, საგამოძიებო კომისიის ფორმატში თუ სხვა ფორმატში", – განაცხადა სუბელიანმა.
სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.
სუბელიანი ინტერვიუში პარლამენტთან არაერთხელ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება. ყოფილი პროკურორის თქმით, მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ.
"ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს. არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა და შესაბამისად, დასკვნა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, რომ ეს არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დასკვნა დაწერილი ჩემ მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, ესეთი არ მომხდარა. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ", – განაცხადა სუბელიანმა.
მირზა სუბელიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა.
"ვადასტურებ, რომ მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა", – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
პოლიტიკური პარტიები საუბრობენ, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანით აშანტაჟებს.
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები