ციფრულ სამყაროში სიახლეა - ცოცხალი ანგარიშების ქართული ვებგვერდი Hotscore.com-ი შეიქმნა!

პლატფორმა ახალი და განსხვავებული ფუნქციებით აპირებს მომხმარებლების მოზიდვას როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე.

Hotscore-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შექმნას მარტივი და სრულყოფილი სპორტული პორტალი, რომელიც მოიცავს ცოცხალ ანგარიშებს, მნიშვნელოვან სიახლეებს, საინტერესო მომენტების ამსახველ ვიდეომასალასა და სხვადასხვა დამატებით ფუნქციას.

ფოტო: Hotscore

Hotscore-ი ცოცხალი ანგარიშების უსწრაფეს და უზუსტეს მოწოდებას უზრუნველყოფს. ამ საკითხზე საუკეთესო პროვაიდერები ზრუნავენ. ერთ-ერთი, Enetpulse, უკვე 17 წელია თანამშრომლობს live scoring-ის წამყვან საიტებთან. ამ ეტაპზე, Hotscore.com-ი სატესტო რეჟიმში მუშაობს და მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისთვის ემზადება.

საიტზე ხელმისაწვდომია როგორც ნაცნობი, ისე სრულიად ახალი ფუნქციები. მომხმარებელს საშუალება აქვს, გაიგოს უზუსტესი და მუდმივად განახლებადი ცოცხალი ანგარიშები, ნახოს ურთიერთშეხვედრების ყველა დეტალი და აირჩიოს ფავორიტი მატჩები.

მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, Hotscore.com-ზე ხელმისაწვდომი იქნება ტოპ-მატჩების პროგნოზები და გუნდების სავარაუდო შემადგენლობები თამაშამდე 1 დღით ადრე. მატჩების pop up-ში მოცემული იქნება თამაშის საინტერესო მომენტების ვიდეოები HD ხარისხით. ასევე, მატჩთან დაკავშირებული სტატიები და ახალი ამბები.

„მსოფლიო ჩემპიონატის დროს დანერგილი სიახლეები საიტის მუდმივ ფუნქციებში გადაიზრდება, რაც მომხმარებელს ძალიან დიდ კომფორტს შეუქმნის. ხარისხი, სისწრაფე და ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. ეს არ არის Hotscore-ის საბოლოო ვერსია, ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით“, - ამბობს Hotscore-ის ერთ-ერთი შემქმნელი, ჯუბა გრიგოლია.