შოთაძე: არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას და საქმეში ვრთავთ უცხოელ ექსპერტებსა და პროკურორებს
ფოტო: ფოტო მოჭრილია
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება:
"გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ აეთი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ასუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციოში".
შოთაძის თქმით, პროკურატურა გეგმავს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტები და უცხოელი, ცნობილი პროკურორები ჩართონ. ის ამბობს, რომ ამ ყველაფერს ისინი მანამდეც გეგმავდნენ, თუმცა არ სურდათ სასამართლოზე ზეგავლენა მოეხდინათ:
"არსებობს კითხვები, ასევე კითხვები აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს. ჩვენთვის ეს კითხვები ლეგიტიმურია. უმნიშვნელოვანესია, ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელიჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შვეუცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან. კითხვის ნიშნები საექსპერტო დასკვნებთან არსებობს. ჩვენ საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის ბიუროს გადაწყვეტილებას, თუმცა ესაა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოების კითხვებს გაეცეს პასუხი. მათ გაადეგზავნებათ ყველა საექსპერტო ნიმუში. საზოგადოება ინფორმირებული იქნება ამ პროცესზე".
მთავარი პროკურორი შოთაძე სთავაზობს მოკლულის მამას, ზაზა სარალიძეს მის ადვოკატთან ერთად ნებისმიერი კითხვა დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს და უცხოელ პროკურორებს:
"ჩვენ ვხედავთ იმას რომ ბატონ ზაზას კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც. ჩვენი მხრიდან ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაწყებიდან გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით აგვეხსნა დაზარალებულებისათვის, თუ რას ვაკეთებდით. მე მინდოდა გულწრფელად მესაუბრა და მინდოდა მისთვის შემეთავაზებინა ის ღონისძიებები რის გაჟღერებასაც დღეს ვაპირებთ".
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
პროკურორომა, მარიამ გოგოხიამ განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები